აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება.
NBC-თან ინტერვიუში შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა შეასრულოს დაპირება, რომ გაპრეზიდენტების პირველივე დღეს დაასრულებს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას, ტრამპმა უპასუხა : „დიახ, აბსოლუტურად“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა აღმასრულებელი ქმედებით გადალახოს კონსტიტუციის მე-14 შესწორება, სადაც აღნიშნულია, რომ „შეერთებულ შტატებში დაბადებული ყველა ადამიანი მოქალაქეა“, დონალდ ტრამპმა უპასუხა:
„მოგვიწევს მისი შეცვლა. ალბათ, მოგვიწევს ხალხთან დაბრუნება, მაგრამ უნდა დავასრულოთ ეს. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ეს გვაქვს. იცით თუ არა, რომ თუკი ვინმე ფეხს დაადგამს ჩვენს მიწაზე, მხოლოდ ერთ ფეხს, ორის დადგმაც არაა საჭირო, „გილოცავთ, თქვენ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ხართ“. დიახ, ჩვენ ამას დავასრულებთ, რადგან ეს უაზრობაა“, – აღნიშნა ტრამპმა.
წყარო:ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 61ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს. „რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა. რუსეთთან დაკავშირებული გავლენის აგენტები აწარმოებენ ვიდეოებს და ყალბ სტატიებს, რათა შეარყიონ არჩევნების ლეგიტიმაცია, ჩანერგონ შიში ამომრჩევლებში არჩევნების პროცესთან დაკავშირებით და შექმნან შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები მზად არიან მიმართონ ძალადობას თავიანთი პოლიტიკური…
- 60
გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე. 90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მან საქართველოში…
- 60
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია პროგრამების განხილვა და შეფასება, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ისინი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. „შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკულ…
- 59
- 59
პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს. პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის გაფართოების ტემპსა და ხარისხს უზრუნველყოფს, როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით. ამასთან, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობისას მიზანი თავდაცვის…