გუშინ რუსთაველის გამზირზე ქართველმა ხალხმა შეასრულა გამარჯვების ცეკვა. აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ის ღირსეული ადამიანები, ვინც ციხეში ჰყავს გამომწყვდეული ოლიგარქს. ხარება და გომელაური, რომლებიც „მაგნიტსკის სიაში“ არიან შეყვანილები, როგორც ჯალათები, აუცილებლად აგებენ კანონის წინაშე პასუხს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა ოზურგეთში განაცხადა, სადაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას აპროტესტებენ და იმ ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ, ვინც მათივე შეფასებით უკანონოდ დააკავეს აქციის დროს.
თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, „რუსმა ოლიგარქმა მოინდომა რომ არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო რომ არ არის ისეთი სახელმწიფო შეგვიქმნას“.
„მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს ე.წ. შს მინისტრი, მისი მოადგილეები. ეს ადამიანები ოფიციალურად მკვლელებად, ჯალათებად არიან გამოცხადებული სწორედ იმის გამო, რასაც ახლა ხედავთ – დასისხლიანებული, ნაცემი ადამიანების ფოტოები, რომლებიც იმის გამო სხედან ციხეში და იმის გამო სცემენ, რომ მათ საკუთარი ქვეყანა უყვართ.
ხარებას და გომელაურის დავალებების შემსრულებლად იქცა “მილიცია”. ალბათ, ძალიან ოპტიმისტები ვართ, რომ მოვედით ამათთან, რომ დავანახოთ თუ სად არის სიმართლე, ნათელი მხარე. გუშინ რუსთაველის გამზირზე ქართველმა ხალხმა შეასრულა გამარჯვების ცეკვა და აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ის ღირსეული ადამიანები, ვინც ციხეში ჰყავს გამომწყვდეული ოლიგარქს, აუცილებლად დაიწერება მათზე ბევრი“, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
წყარო: IPN.GE
მსგავსი სტატიები
- 73
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
- 72
ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში - შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, - განაცხადა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ…
- 71
„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 70
გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე. 90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მან საქართველოში…
- 69
გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…