მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ აჰყვეთ, რაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე ხაზარაძე წერს, რადგან მთავრობამ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ღონისძიებაზე უარი არ თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის „მიზანმიმართულად აწყობს პროვოკაციას“.
„დღეს დაანონსებული ნაძვის ხის ღონისძიება პროვოკაციის ნიშნებს შეიცავს. მაშინ, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს ასობით ათასი მოქალაქე უკვე მე-16 დღეა აპროტესტებს რუსთაველზე, დღევანდელი ღონისძიება შეიძლება გახდეს დაძაბულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი.
იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ, მშვიდობიან პროტესტანტებს ასახიჩრებდნენ, არბევდნენ, გაზით წამლავდნენ, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ გაზის სუნითაა გაჟღენთილი, ამორალურია მოაწყო დღესასწაული, როცა მსგავსი ღონისძიების მოსაწყობად ქალაქს აქვს უამრავი სკვერი და მოედანი.
თუ ამ ღონისძიებაზე უარს არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად აწყობ პროვოკაციას – რაც თავადაც დააანონსეთ რამდენიმე დღის წინ სუს-ის განცხადებით.
მოვუწოდებთ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, არ აჰყვეთ ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც შესაძლოა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ივანიშვილს და მის მარიონეტ, ე.წ. მთავრობას“, – წერს ხაზარაძე.
მსგავსი სტატიები
- 69
გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 61
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
- 60
„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 60
3 კვირა გავიდა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური…
- 60
ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ყველაფერი იშლება. ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ყველა სხვა ინსტიტუტში გაბატონებულია ერთპარტიული მმართველობა, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი…