აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ იმეორებს, აშშ-ს ღრმა შეშფოთებას „მიმართულების ცვლილებაზე, რომელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა“.
შესაბამისად, მისი თქმით, აშშ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით, ხოლო „რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაველოდოთ“.
„ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომლებსაც ორივე პარტია უჭერს მხარს. ასევე, როდესაც მიზანშეწონილია, ახალ ზომებს ვავითარებთ, იმ დროში, რომელიც ამ ადმინისტრაციას დარჩა და პოტენციურად ახალი ადმინისტრაციისთვისაც…
როგორც იცით, ახალ პოტენციურ სანქციებზე არ ვილაპარაკებ, რომლებსაც საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ ან საქართველოში პირების წინააღმდეგ შემოვიღებთ. ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ ღრმა შეშფოთება გვაქვს მიმართულების ცვლილებაზე, რონელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა. ნახეთ [სახელმწიფო] მდივნის განცხადება გასულ კვირას, რომელმაც თქვა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა საქართველო პასუხისმგებელი იყოს ამ ნაბიჯებისთვის – მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით. რაც შეეხება იმას, რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაელოდოთ მათ გამოცხადებას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 71გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 62ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
- 61„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 61ამერიკა თვალს ადევნებს იმ არეულობებს, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ფიქრები თქვენთანაა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ასევე დაფუძნებულია ოჯახურ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ღირებულებებზე, როგორც თქვენი ქვეყანა. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ვდარდობთ თქვენზე, რაც ხდება და მყარად გვჯერა, რომ ამერიკის ძლიერი დიპლომატიით, შეიძლება მშვიდობა იყოს საქართველოში. ასევე მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა იმ სამუშაოსთვის,…
- 60ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ყველაფერი იშლება. ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ყველა სხვა ინსტიტუტში გაბატონებულია ერთპარტიული მმართველობა, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი…