საქართველოს რკინიგზის განცხადებით, უამინდობის გამო 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები უქმდება.

რკინიგზაში აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასური სრულად ანაზღაურდება.

ძვირფასო მგზავრებო, რიკოთის უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ, დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო წიფის, მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები.

უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები. საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს. აქვე განვმარტავთ, რომ რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებგვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. რაც შეეხება სხვა ვებგვერდებზე შეძენილ ბილეთებს, მათი დაბრუნება მოხდება ონლაინ რეჟიმში 10 დღის განმავლობაში. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

მსგავსი სტატიები

  • 69
    3 მარტიდან მატარებელი თბილისი-ოზურგეთი-თბილისი იმოძრავებსსაქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომელი რეისი შესრულდება 3-4 მარტს და რომელი გაუქმდება: “…გაცნობებთ, რომ 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; №6355/6356 ქუთაისი-რიონი; №6353/6354 ქუთაისი-რიონი; №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი; №686 თბილისი-ბორჯომი; ასევე გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რეისი, კერძოდ: 3 მარტს – №685 ბორჯომი-თბილისი; 3-4 მარტს: №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №684/683…
  • 68
    უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი კვლავ გაუქმდაუამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი კვლავ გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. „საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ: 26 თებერვალი: № 804 თბილისი - ბათუმი; №801 ბათუმი - თბილისი; №869 ზუგდიდი-თბილისი; №874…
  • 68
    საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსძვირფასო მგზავრებო! გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ: 22 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი 22 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი 23 თებერვალი – თბილისი ოზურგეთი 23 თებერვალი – ბათუმი ოზურგეთი-ბათუმი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზა
  • 67
    საქართველოს რკინიგზის რეფორმები ჩვენს რეგიონს ეხება?(მგზავრის სარვამარტო  ჩანაწერი) მიუხედავად  ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის  დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
  • 63
    რიკოთის უღელტეხილზე ამჟამად მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობსსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.  

არ გამოტოვოთ