პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 4 დეკემბერს გასამართ პრეზიდენტის არჩევნების პროცედურებს განამარტავს.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 211 წევრი.
„პირველად ჩვენს ისტორიაში, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება არაპირდაპირი გზით, რაც დაახლოებით ჰგავს პრეზიდენტის არჩევის ამერიკულ, გერმანულ წესს, როდესაც საარჩევნო კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს. საარჩევნო კოლეგია შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 150 არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი 150 კომპლექტდება შემდეგი პრინციპით: აჭარის უმაღლესი საბჭოს 21-ვე წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან წარმომადგენლები, რომლებიც წინა არჩევნების შედეგების პროპორციულად არის გადანაწილებული. ამ 300 წევრისგან დღეის მოცემულობით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 211 წევრი; 20 წევრი ჰყავს პარტია „ახალს“; 20 წევრი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“; 15 წევრი ჰყავს „ლელოს“, 14 წევრი ჰყავს გახარიას პარტიას; 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან, ვინაიდან არჩევნები არ ტარდება, იქ პარტიული კუთვნილება არ არსებობს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოლეგიაში 300 წევრიდან ჰყავს 211 წევრი, ხოლო ოპოზიციას ჯამურად ჰყავს 69 წევრი. 300 წევრიდან 109 წევრი არის საკრებულოებიდან, რომლებიც ცესკო-ს მხრიდან კვოტების შესაბამისად გადანაწილდა -109 წევრიდან 54 იყო „ქართული ოცნების“, 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც არ აითვისეს ეს კვოტები და არ წარმოადგინეს საკუთარი წარმომადგენლები საკრებულოებიდან. ამიტომ, კანონმდებლობის შესაბამისად, ეს კვოტები გადანაწილდა სხვა პარტიაზე და „ქართულმა ოცნებამ“ აითვისა ეს კვოტები. ხვალინდელ არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 69 წევრი არის ოპოზიციიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები.
რაც შეეხება პროცედურას, არჩევნები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, 5 საათის განმავლობაში იქნება. არჩევნებს ჩაატარებს ცესკო. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და მთლიანად ცესკო წარმართავს ამ პროცესს. დელეგატები მისცემენ ხმას. კენჭისყრა არის ღია და სახელობითი, არ არის ფარული. 14:00 საათზე დასრულდება არჩევნები. შემდე უკვე ცესკო სხდომას ჩაატარებს, რომელიც ასევე საჯაროდ გადაიცემა. ეს პროცესი იქნება ტრანსლირებული. ცესკოს სხდომაზე დაითვლება შედეგები და გამოცხადდება საბოლოო შედეგი. ხვალ მედიისთვისაც იქნება სპეციალური რეჟიმი. ხვალ იქნება სპეციალური აკრედიტაცია მედიაზე. ამიტომ ყველა მედიას, მათ შორის უცხოურ მედიასაც, ვისაც აქვს ინტერესი დააკვირდეს პროცესს, ვთხოვ აპარატთან ჰქონდეს კომუნიკაცია ხვალისთვის სპეციალური საშვების მისაღებად. არ იმოქმედებს წლიური აკრედიტაცია, იქნება სპეციალური აკრედიტაცია“, _ განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 78საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, _ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული…
- 763 კვირა გავიდა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური…
- 76ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა. მან საზოგადოებას თავისი გუნდის სახელით, გეგმები წარუდგინა და აღნიშნა, რომ არავისთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აპირებენ, გარდა არჩევნების ხელახლა დანიშვნის საკითხისა. „მე მინდა კონკრეტულად ვთქვა ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ…
- 73ოზურგეთში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილმა ბრიფინგი გამართა და საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ ღამით უცნობმა პირებმა ოპოზიციის აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გაკრული საარჩევნო პლაკატები ჩამოუხიეს . ასევე არ აძლევდნენ პლაკატების ხელმეორედ გაკვრის საშუალებას. ნიკოლაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად…
- 73გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან. „უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად“, - განაცხადა…