საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეებისჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცააღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარსბათუმშისასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრებიდიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძესხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას.

პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი და სისტემური ნაწილიაასეთ ძალადობას ხელს უწყობს საგამოძიებო ორგანოების სრული პასიურობა და სამართლებრივი რეაგირების არ არსებობარაც ქმნის დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას.

სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც მათი გადაწყვეტილებებით, ათობით უდანაშულო ადამიანი, პოლიტიკური პატიმარი, ციხეში, უმკაცრესი სასჯელის მოლოდინშია, ხოლო, ქართული ოცნების წარმომადგენლებს ძალადობის სრული თავისუფლება და დაუსჯელობის გარანტიები აქვთ.

 

მოვუწოდებთ:

სამართალდამცავ ორგანოებს:


დაუყოვნებლივ აწარმოონ დანაშაულის ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება სწორი კვალიფიკაციითდროული საგამოძიებო და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებებითუარი თქვან უდანაშაულო ადამიანების დასჯაზე, გამოავლინონ და დასაჯონ რეალური დამნაშავეები.

 

მსგავსი სტატიები

  • 94
    დაფუძნდა გურიის არქიტექტორთა ასოციაცია „ AGA “გურული  არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“  (AGA – Association of Gurian Architects)  რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა.  AGA-ს წარდგენის  პრეზენტაცია  გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული  საქმიანობები უკვე  დაიწყო.…
  • 93
    გადაცემა ანტიბიოტიკი - გრიგოლ მახარაძეგადაცემა ანტიბიოტიკი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონალური პროტესტის მნიშვნელობა სტუმარი გრიგოლ მახარაძე https://www.youtube.com/watch?v=2Z89gki6_7s დაფინანსებული
  • 93
    ევროკავშირის მხარდაჭერით გურიაში პორტატული მზის დამტენები დამონტაჟდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ (GESRP) ენერგოეფექტურობის შესახებ რეგიონალური კამპანიის ფარგლებში, „გურიის განვითარების კავშირმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფელებში ბუკისციხესა და იანეულში, განახორციელა პროექტი „ახალგაზრდები ენერგოეფექტურობისთვის“. პროექტის მიზანი იყო ენერგოეფექტური გარემოს შექმნის თანამედროვე ინსტრუმენტების პოპულარიზება დასაზოგადოების ინფორმირება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების…
  • 93
    ინტერვიუს პასუხად...2025 წლის 9 ივნისს გაზეთ „ალიონის“ ვებგვერდზე (alion.ge) გამოქვეყნდა ინტერვიუ (ავტორი ნუგზარ ასათიანი), სახელწოდებით „ლაგის წევრი პროექტის „მწვანე გურია“ შესახებ“, რომელიც მოიცავს ერთი განაწყენებული რესპონდენტის ტყუილით და ცილისწამებით სავსე შეხედულებებს. ქალბატონი მარინა ჩიხლაძე, როგორც თავად არაერთგზის ამტკიცებს, „უსამართლოდ დატოვეს დაფინანსების მიღმა“. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ: ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე…