ტრამპის ადმინისტრაცია საჯაროდ აცხადებს, რომ სულ სხვა პოლიტიკის მატარებლები არიან, ვიდრე ჯო ბაიდენი იყო – ეს ძირითად შემთხვევაში საქართველოს და ჩვენი საზოგადოების პოლიტიკას ემთხვევა და აქედან გამომდინარე იმედი გვაქვს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება, – ასე უპასუხა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციასა და მოლოდინებზე დასმულ შეკითხვას.
ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ტრამპისა და მისი მომხრეების მხრიდან ითქვა, რომ რუსეთთან მიმართებაში ე.წ სანქციებს აუცილებლად გადახედავენ”.
მაჭარაშვილის თქმით, დღეს აშშ-ს პრეზიდენტი ხდება ადამიანი, რომელმაც წინასაარჩევნოდ ამერიკის სამომავლო საგარეო და საშინაო პოლიტიკა მკაცრად განსაზღვრა.
„საგარეო პოლიტიკაში პირდაპირ თქვა, რომ ის უკრაინაში ომს დაასრულებს და ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან ერთად აპირებს, მსოფლიოში მშვიდობა შეინარჩუნოს.
შიდა, ეროვნულ პოლიტიკაში თქვა, რომ აკრძალავს ლგბტ და ტრანსგენდერულ სიგიჟეებს. ასევე სკოლებში ოჯახური ღირებულებების სწავლებას დაუშვებს. ჯო ბაიდენს ტრამპი არც ერთ საკითხში არ ეთანხმებოდა – შესაბამისად, გამოდის, რომ მსოფლიო დღის წესრიგი აუცილებლად შეიცვლება.
აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის მოლოდინი, რომ მსოფლიო დღის წესრიგის შეცვლასთან ერთად ეს მოვლენები საქართველოზეც ბუნებრივად აისახება. რადგან ტრამპს აქვს საერთაშორისო საგარეო პოლიტიკაში მშვიდობის და უკრაინაში ომის დასრულების სურვილი, ეს საქართველოს სახელმწიფოსთან პირდაპირ ინტერესშია. აქედან გამომდინარეობს, რომ იმედი გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა გვექნება. ბუნებრივად მოხდება ის, რომ ევროკავშირშიც გაიაზრებენ, თუ რა პოლიტიკის მატარებელი ადამიანი მოვიდა პრეზიდენტად აშშ-ში და ბუნებრივად მოხდება ევროკავშირშიც გარკვეული ცვლილებები – საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობების გადატვირთვა აუცილებლად მოხდება.
სტრატეგიული ურთიერთობის მომხრე ვიყავით და ვიქნებით, ოღონდ იმ შემთხვევაში და იმ პირობებით, რომ ჩვენ აღგვიქვამენ, როგორც სუვერენულ და ტრადიციულ ქვეყანას”, _ განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
წყარო:ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 86
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 83
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
- 82
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის…
- 81
ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული…
- 80
„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…