უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელეს
უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორის ცნობით, კიევის დროით 7:00-ზე კომპანიასა და „გაზპრომს“ შორის 2019 წლის 30 დეკემბერს დადებული შეთანხმების ვადა ამოიწურა.
„ოპერატორმა საერთაშორისო პარტნიორებს დადგენილი წესით აცნობა. ამრიგად, 1-ელი იანვრიდან უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემა რუსული გაზის ტრანზიტის რეჟიმში არ მუშაობს“, – აცხადებს უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას ისტორიული მოვლენა უწოდა. „რუსული გაზის ტრანზიტი შევაჩერეთ. ეს ისტორიული მოვლენაა. რუსეთი ბაზრებს კარგავს, ფინანსურ ზარალს განიცდის. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ გაზზე უარი თქვას“, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.
მსგავსი სტატიები
- 67
„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ. …
- 66
ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
- 66
„ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზანი _ „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი…
- 65
ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…
- 65
#ჩვენ ერთად ვაშენებთ 2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები - არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.…