შობის დღესასწაულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო ,,ალილო“ გაიმართა.
მსვლელობას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და სასულიერო პირებს საშობაო საჩუქრები გადასცეს. ,, ალილოზე“ შეგროვებული შესაწირი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.
მსგავსი სტატიები
- 78
- 77
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
- 77
პროექტის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ.
- 77
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
- 77გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე და მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. გიორგი ღურჯუმელიძემ გასულ პერიოდში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და…