ლანჩხუთში ცნობილი ჟურნალისტი, თავისუფალი მედია გამოცემის  „ლანჩხუთი პლუს“-ის რედაქტორი ქეთევან ნაკაშიძე გარდაიცვალა.

იგი წლების მანძილზე იყო „ლანჩხუთის მოამბის“ რედაქტორის მოადგილე. 1995 წელს მან დააარსა ლანჩხუთში პირველი თავისუფალი მედია-გამოცემა „ლანჩხუთი პლუსი“  რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის მანძილზე რედაქტორობდა.

გურიის ჟურნალისტთა რეგიონული ორგანიზაციის მიერ იგი დაჯილდოებული იყო ნუგზარ ქინქლაძის სახელობის ჟურნალისტური პრემიით.

იყო არაერთი ახალგაზრდა ჟურნალისტის აღმზრდელი. დიდი სიყვარულით სარგებლობდა რეგიონის ჟურნალისტურ ოჯახში.

გაზეთი „ალიონი“მწუხარებას გამოთქვამს  გამორჩეული ჟურნალისტის ქეთევან ნაკაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს. 

მსგავსი სტატიები

  • 76
    ოზურგეთს კარგი კაცი დააკლდაახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
  • 72
    უნიკალური ფოტოავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
  • 70
    სოსო გაგუას 75 წელი შეუსრულდებოდაოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…
  • 68
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 67
    საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის ანასტასია მჟავია. დაკრძალვა 30 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.