არაფორმალური საგანმანათლებლო სწავლების მიმართულებით, განახლებადი ენერგიების, გარემოსდაცვისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგ კურსი, რომელიც სპეციალურად მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის შეიქმნა, წელსაც გრძელდება. ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის პროექტების მიმართულებით ეს ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა, რომელიც კომპანიის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების გუნდამ განახორციელა. ტრენინგები ჯერ მთისპირის სკოლაში დაიწყო (2021 წლის სექტემბრი), მოგვიანებით კი, ჩხაკაურას საჯარო სკოლაშიც განხორციელდა (2022 წლის მარტი). სამი წელია, რაც უფროსკლასელები იმაღლებენ ცნობიერებას გარემოსდაცვით და განახლებადი ენერგების საკითხებზე. ახალგაზრდები ჩართულნი არიან სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტში, იქნება ეს ხეების დარგვა, ტერიტორიების დასუფთავება, თუ ცოდნის გაზიარება. სკოლებს ჰყავთ ეკოელჩები, რომელთა შერჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა და რომელთა მოვალეობაა, სოფლებში გარემოსდაცვითი აქტივობების დაგეგმვა და წარმოება. ტრენინგები თვეში ერთხელ, სპეციალურად მათთვის შექმნილი კურიკულუმის მიხედვით, ტარდება.
გარემოს დაცვით საფუძვლების მოდულს ტრადიციულად უძღვება გიორგი ბერეჩიკიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი; კომუნიკაციების შესახებ შეხვედრას ატარებს ხათუნა იოსავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2015 წლიდან. კომუნიკაციის ლექციის ფარგლებში, ახალგაზრდებს ტრენერი ესაუბრება მედიაზე, მის როლსა და ფუნქციაზე საზოგადოებაში, ასევე, სწავლობენ თუ როგორ განასხვავონ ნამდვილი და გამოგონილი, გაყალბებული ამბავი ერთმანეთისგან. კურსის მსმენელებს განახლებადი ენერგიების მიმართულების ახალი ტრენერი, ნინო მაღრაძე ჰყავთ. ნინო, ბახვი ჰესის ინვესტორი კომპანიის, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) უფროსი ბიზნეს ანალიტიკოსია. მისი ლექციები ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა განახლებადი ტექნოლოგიები, როგორიცაა მზის, ქარის, ჰიდროენერგიის და ა.შ მეცნიერული საფუძლები. ის მიმოიხილავს პრაქტიკულ მაგალითებს, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის საქართველოში არსებულ პროექტებთან.
„დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კურსი „მდგრადი ენერგეტიკა“ გააცნობს ახალგაზრდებს განახლებად და წიაღისეულ საწვავზე მომუშაზე ენერგიის წყაროების ფუნდამენტურ ცნებებს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მდგრადი განვითარების მიდგომების გარემოსდაცვით და ეკონომიკურ სარგებელზე. ასევე, განვიხილავთ ენერგოეფექტიანობისა და ინოვაციების მნიშვნელობას, რაც ენერგო მოხმარების შემცირებას უწყობს ხელს. მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას გლობალური კლიმატის ცვლილების გამოწვევების შესახებ და გაიგებენ, როგორ შეიძლება მდგრად ენერგეტიკაზე გადასვლამ გადაჭრას ეს პრობლემები. იმედი მაქვს, რომ კურსი წაახალისებს ადგილობრივ ჩართულობას და აჩვენებს, როგორ შეუძლია განახლებად ენერგიას სარგებელი მოუტანოს მათ თემს და შექმნას შესაძლებლობები მდგრადი მომავლისთვის“ _ ამბობს ჩვენთან საუბარში ნინო მაღრაძე.
ფოტო: ნინო მაღრაძე _კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) უფროსი ბიზნეს ანალიტიკოსი
მეგი კაპანაძე მთისპირის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ის უკვე, მეორე წელია ესწრება ბახვი ჰესის ტრენინგ პროგრამას. ამბობს, რომ ბევრი ახალი გაიგო ამ ლექციების დახმარებით.
„სწავლის პროცესი, ჩვენი ტრენერების დახმარებით, საკმაოდ დინამიურად და ნაყოფიერად მიმდინარეობს. ისინი არა მხოლოდ ცოდნისა და უნარების განვითარებაში გვეხმარებიან, არამედ გვასწავლიან ურთიერთობებს, ხელს გვიწყობენ, ერთმანეთთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში. აქ მიღებულმა ცოდნამ მომცა იმის შესაძლებლობა, დავინტერესებულიყავი გარემოსდაცვითი და განახლებადი ენერგიების თემებით. პროფესიის არჩევის კუთხითაც ჩამოვყალიბდი. უკვე ვიცი, რომ აუცილებლად ერთ-ერთ იმ მიმართულებას ავირჩევ, რომლის შესახებაც ტრენინგების მეშვეობით გავიგე. თავისუფლად შემიძლია ვთქვა დღეს, რომ კომპანია ბახვი ჰესის მიერ ორგანიზებულმა ტრენინგებმა, ასევე ადამიანებმა,
რომლებიც გვასწავლიან ამ პროგრამის ფარგლებში, ჩემს შემთხვევაში, შეძლეს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ კითხვეზე პასუხის გაცემა“ _ მეგი კაპანაძე, მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე.
ფოტო: მეგი კაპანაძე – მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე
აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტრენინგის გავლენა ახალგაზრდებზე დიდია. მაგალითად, 2024 წელს სწავლის გაგრძელება გარემოსდაცვის მიმართულებით 2 აბიტურიენტმა გადაწყვიტა. ისინი უკვე პირველი კურსის სტუდენტები არიან და ჯაბა ბოლქვაძესთან ერთად, რომელიც უკვე მესამე კურსზეა და ელექტროინჟინერიას ეუფლება თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, კომპანიის სტუდენტური გრანტის პროგრამით სარგებლობენ.
„გარდა იმისა, რომ ჩვენ ტრენინგებზე მოსაწვლეები გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიების, მათი გონივრულად გამოყენების შესახებ ცოდნას იძენენ, ვთვლი, რომ ამ კურსის მთავარი მიღწევა სწორედ ეს არის, რომ მთისპირელ და ჩხაკაურელ ბავშვებში ენერგეტიკის პროფესიის მიმართ ინტერესი გაჩნდა და რამდენიმე მათგანმა საკუთარი მომავალი ამ სფეროს დაუკავშირა. ძალიან მიხარია, რომ ამ საკითხშიც კომაპნია ბახვი ჰესთან თანხვედრა გვაქვს და მათი პროგრამა ამ კუთხით განვითარებაში ეხმარება ადგილობრივებს. ბახვი ჰესს აქვს პროგრამა, რომელიც სტუდენტურ გრანტებს მოიცავს. ბავშვების, რომლებიც დაინტერესდებიან გარემოსდაცვითი ან საინჟინრო პროფესიებით, მათი სწავლის საფასურის 80%-ს კომპანია აფინანსებს. ეს კი, გადასარევი საშუალებაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სწავლის გაგრძელება და საინტერესო პროფესიის დაუფლება სურთ. ყოველწლიურად ვვითარდებით, იხვეწება სწავლების როგორც მეთოდები, ასევე პროგრამა. ძალიან მახარებს, რომ აქ ამ სკოლებში, არის ისეთი პროექტი, როგორიც ბახვი ჰესი და მისი თანამშრომლები არიან. მათ ძალიან კარგად ესმით თუ, რა დიდი მნიშვნელობა და გავლენა აქვს პროექტის ეფექტიანობაზე მის მდგრადობას. სამი წელი გავიდა, რაც პროექტი არსებობს, რამდენიმე თაობამ გაიარა უკვე ჩვენს ხელში“ _ აცხადებს ხათუნა იოსავა, ტრენინგ კურსის ორგანიზატორი და ტრენერი.
ფოტო: ხათუნა იოსავა – ტრენერი და ორგანიზატორი
მთავარი ფოტო: მთისპირის საჯარო სკოლა და გიორგი ბერეჩიკიძე, ტრენერი
მსგავსი სტატიები
- 99მენტორობის პროგრამა USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაციისა (ა)იპ „ქალები ენერგეტიკაში“ თანამშრომლობით დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოში. მენტორობის ინიციატივა, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში განხორციელდა, ინოვაციური აქტივობაა, რომლის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფროს კლასელ გოგონებში STEM-ისა (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) და განახლებადი ენერგიის დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენდა. შეირჩა…
- 97კომპანია „პარვუს ჯგუფისა“ და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გასულ სასწავლო წელს შემოქმედის თემის სამი სკოლის მოსწავლეებს - კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე - „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი…
- 97„პარვუს ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,შემოქმედის თემის სკოლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება. კომპანია ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ისე მათთვის სათანადო გარემოსა და პირობების შექმნაზე. გომის სკოლაში ახლახანს დასრულდა მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები. გარემონტდა ორი საკლასო ოთახი და სპორტული სივრცე. პირველკლასელთა ანაბანთან შეხვედრის ზეიმი მათთვის…
- 95კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ეპატიჟება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება 23 ივლისს 15:00 საათზე სასტუმრო ჰოლიდეიინნ-ის საკონფერენციო დარბაზში, სადაც ორგანიზატორები მსმენელს გააცნობენ პროგრამის შინაარსს, დასაქმების შესაძლებლობებს და იმ უპირატესობებს, რომელთაც პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს. საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური…
- 94კომპანია „პარვუს ჯგუფი“ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თემის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროექტების განხორციელებას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია შემოქმედის თემის მოსწავლე ახალგაზრდობისთვის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობებს სამ სკოლაში, შემოქმედში, გომსა და კვირიკეთში ახორციელებს. გამორჩეულად ლამაზი სასწავლო წლის დასაწყისი ჰქონდათ ადგილობრივებს წელს, კომპანიის წარმოამდგენლებმა წინა საღამოს…