საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეებისჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცააღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარსბათუმშისასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრებიდიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძესხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას.

პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი და სისტემური ნაწილიაასეთ ძალადობას ხელს უწყობს საგამოძიებო ორგანოების სრული პასიურობა და სამართლებრივი რეაგირების არ არსებობარაც ქმნის დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას.

სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც მათი გადაწყვეტილებებით, ათობით უდანაშულო ადამიანი, პოლიტიკური პატიმარი, ციხეში, უმკაცრესი სასჯელის მოლოდინშია, ხოლო, ქართული ოცნების წარმომადგენლებს ძალადობის სრული თავისუფლება და დაუსჯელობის გარანტიები აქვთ.

 

მოვუწოდებთ:

სამართალდამცავ ორგანოებს:


დაუყოვნებლივ აწარმოონ დანაშაულის ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება სწორი კვალიფიკაციითდროული საგამოძიებო და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებებითუარი თქვან უდანაშაულო ადამიანების დასჯაზე, გამოავლინონ და დასაჯონ რეალური დამნაშავეები.

 

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ