ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ჩემპიონატი დასრულდა.
10 წლის ლაზარე ჩხარტიშვილი ახალ წელს ჩემპიონის რანგში შეხვდა
30 დეკემბერს დამთავრდა ოზურგეთის 2024 წლის მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც ოთხი დღე მიმდინარეობდა ქალაქის საჭადრაკო კლუბში. ჩემპიონატის ჩატარების დრომ პრაქტიკულად განაპირობა, მას მიეღო როგორც სპორტული წლის ერთგვარი შემაჯამებელი, ისე წინა სახაალწლო ღონისძიების სახე. ჩემპიონატის 16 მონაწილეს შორის უმეტესობას ახალგაზრდები წარმოადგენდნენ, რომლებმაც ძლიერთა შორის ასპარეზობის უფლება სხვადასხვა დონის საჭადრაკო შეჯიბრებებში მიღწეული წარმატებებისათვის მიიღეს. დიდ ინტერესს იწვევდა მასში ლაზარე ჩხარტიშვილის მონაწილება, რომლისთვისაც გასული წელი ნამდვილად ტრიუმფალური გამოდგა. ჯერ კიდევ, 2023 წლის პირველობაზე, 9 წლის ასაკში მისი IV-V ადგილი რა თქმა უნდა წარმატებად ჩავთვალედ, მაგრამ თურმე ლაზარეს უკეთესს შედეგზე ჰქონია ამბიცია, ამჯერად მან მხოლოდ პირველი ადგილი დაისახა მიზნად და მისდა სასახელოდ უნდა ითქვას,რომ მან ეს დამაჯერებელი შედეგით აისრულა. ჯერ 10 წლისაც არ არის და მამაკაცთა შორის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი. გურიის საჭადრაკო ცხოვრებაში ასეთი უპრეცედენტო ფაქტი ძნელად წარმოსადგენია როდესმე განმეორდეს. მან ერთი ყაიმით და დანარჩენის მოგებით(!!!) დაასრულა ასპარეზობა.
მისასალმებელია,რომ ჩემპიონატში, რომელიც შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა,მოჭადრაკეებმა, მაღალი სათამაშო კლასი წარმოაჩინეს.
ჩემპიონატის საბოლაო შედეგებით, პირველი ექვსეული ასე გამოიყურება:
1. ლაზარე ჩხარტიშვილი———6,5
2. გივი სიამაშვილი—————5,5
3. ელგუჯა ურუშაძე—————5,5
4. ნათია ვასაძე——————– 4,5
5. ნიკოლოზ ბარამიძე————-4,0
6. ლიზი ვასაძე———————4,0
როგორც აღნიშნული შედეგებიდან ჩანს, ქალთა შორის პრიზიორები, დები ნათია და ლიზი ვასაძეები გახდა.
მართალია, ბევრმა ქულობრივი შედეგი ვერ აჩვენა ისეთი, როგორსაც ველოდით,მაგრამ სათამაშო დონით და ხარისხით, ნამდვილად იმსახურებენ შექებას.(ანდრია ადეიშვილი,დაჩი კიღურაძე, გიორგი სალუქვაძე, აკაკი სალუქვაძე, მარიამ მახარაძე ,ლიკა ღლონტი,მარიამ მახარაძე, ანდრია ლომაძე და სხვ.)
ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ გაიმართა ტრადიციული ბლიც-ტურნირი, რომელშიც 9,5 ქულით გივი სიამაშვილმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 8,5 ქულით ელგუჯა ურუშაძე გავიდა, ხოლო მესამეზე ნიკოლოზ ბარამიძე(8 ქულა). ამჯერად, ჩემპიონი ლაზარე ჩხარტიშვილი 7,5 ქულით მეოთხე იყო.
ჩემპიონატის დახურვა საზეიმო ვითარებაში წარიმართა, რასაც სდევდა წინასახაალწლო განწყობაც.
წარმატებული მოჭადრაკეეები დაჯილდოვდა თასებით,მედლებით,დიპლომებით, ფულადი ჯილდოებით და სასაჩუქრე ვაუჩერებით.
ლაზარე ჩხარტიშვილისათვის, როგორც ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მოჭადრაკისათვის, სპეციალური პრიზი ჰქონდა დაწესებული გერმანიაში მოღვაწე, აწ გარდაცვლილ გოჩა დოლიძეს, რომელიც ჩემპიონს გოჩას მამამ ზაური დოლიძემ გადასცა.
ლაზარეს დიდი მოწონება დაიმსახურა ცნობილი აუდიტის და ჭადრაკის დიდი გულშემატკივარის, როდერი მექვაბიშვილის დაწესებულმა პრიზმა, რომელიც ადრესატს თავად გადასცა.
დასასრულს, გურიის ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაწესებული რეგიონალური წოდება „წლის საუკეთესო მოჭადრაკე“ ოსკარი -2024“, მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის მიენიჭა ლაზარე ჩხარტიშვილს,რომელსაც გადაეცა სპეციალური სტატუეტი-ოსკარი და შესაბამისი სერთიფიკატი.
ჩემპიონატი წინა საახალწლო სურვილებით და მილოცვებით დამთავრდა და აღინიშნა კიდეც.

მსგავსი სტატიები

  • 85
    მოსწავლეთა საჭადრაკო ფორუმი.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში მიმდინარეობს მოსწავლეთა შორის მუნიციპალური ღია ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის,რომელიც იმავდროულად წარმოადგენს, ვაჟთა და ქალთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირსაც. 16 მონაწილეს შორის უმეტესობა გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭადრაკეა, რომლებიც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში, წელს წარმატებით მონაწილეობდნენ რეგიონალურ, თუ რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით,7 ტურად ტარდება. საბოლაო შედეგების…
  • 85
    ლაზარე ჩხარტიშვილი ერთპიროვნული ლიდერიათბილისის ჭადრკის სასახლეში დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 10, 14, და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის მასში მონაწილე 150 მოჭადრაკიდან გურიას 4 მონაწილე წარმოადგენს. . მათ შორის ოზურგეთიდან ლაზარე ჩხარტიშვილი(10წ.) და ლიზი ვასაძე(14 წ) , ხოლო ლანჩხუთიდან ლილე ფირცხალაიშვილი (14 წ) და მიხეილ აფხაზავა(18…
  • 82
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 81
    ლაზარე ჩხარტიშვილი _საქართველოს ჩემპიონიოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია 9 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის. ლაზარემ, ბრწყინვალე შედეგით, 9 შეხვედრიდან  9 გამარჯვება და  მოიპოვა საუკეთესოს ტიტული. ნორჩი ჩემპიონის მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი დავით მაღალაშვილია. ლაზარე ჩხარტიშვილი ქ. ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ვულოცავთ ლაზარეს ამ გამარჯვებას!
  • 81
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…