ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას აფხაზური „ტელეგრამ“ არხი „აიაშარა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლი ჩოლარიების ოჯახს ეკუთვნოდა. ხანძარმა სახლი მომენტალურად მოიცვა და ხუთი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ტელეგრამ“ არხის „აიაშარას“ ცნობით, შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კონსტანტინე ფილია იმყოფებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანის დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და მათ ახლობლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები

  • 68
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 61
    სომხეთ-საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდასომხეთ-საქართველოს საზღვარზე, „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი…
  • 60
    ოზურგეთში მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 2,3 მაგნიტუდა შეადგინა.
  • 60
    სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი შენობა დაიწვადღეს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი ხის შენობა დაიწვა. თუ რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლი ლოკალიზებულია. კიდევ ერთი ხანძარი იყო წუხელ მაკვანეთი-ლიხაურის საზღვარზე, სადაც სავარაუდოდ საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული ხანძარიც ჩააქრეს.
  • 60
    ნატანებში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვანატანებში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას ტვ. მეორე ავრცელებს. „ნატანებში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,ფეისბუქში” ერთ-ერთი მოქალაქე ავრცელებს. ,,ეს ნატანებში პაპავების და გობრონიძეების სახლია… სამწუხაროდ ვერაფერი გადავარჩინეთ… ოთხსულიანი ოჯახი, რომელთაგან ორი მცირეწლოვანია, ღია ცის ქვეშ დარჩა…დათო გობრონიძე ავღანეთში ნაბრძოლია, შემდეგ პოლიციაში… ამჟამად…