ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი,სალომე  ზურაბიშვილი. სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს

„პატივი იყო მის ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარმოდგენა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა დაიბრუნოს“, – წერს ზურაბიშვილი.

ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.

„მარკო რუბიო, გილოცავთ თანამდებობაზე დამტკიცებას. საქართველოს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის სასარგებლოდ თქვენი ჩართულობის იმედი აქვს. რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებს რეგიონში წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს“, – წერს სალომე  ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

მიღება გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად შედგა. მიღების დაწყებამდე გადაღებული ფოტო ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

მსგავსი სტატიები