რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის, – ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News–თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ ჩვენ ამ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ეს მთელ მსოფლიოს, მათ შორის, აშშ-ს, სარგებელს მოუტანს“, _განაცხადა კიტ კელოგმა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მომდევნო რამდენიმე თვეშია შესაძლებელი.
„ვფიქრობ, ჩვენ კარგი, საიმედო გეგმა გვაქვს, რათა საუბარი დავიწყოთ და შემდეგ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, _ აღნიშნა კელოგმა.
მსგავსი სტატიები
- 71
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
- 69
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევს მომავალ კვირას ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უკრაინის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. CNN-ის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, სავარაუდოდ, უკრაინაში 20 თებერვალს ჩავა. მანამდე, კიტ კელოგს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ…
- 67
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, _ ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის…
- 65
ახალ ზელანდიასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი, 2025 წელი დადგა , _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. დედამიწაზე პირველმა ახალი, 2025 წელი კირიბატის რესპუბლიკამ თბილისის დროით 14:00-ზე იზეიმა, ხოლო ერთი საათის შემდეგ ახალ წელს ახალი ზელანდიის მოსახლეობა შეხვდა. ახალი, 2025 წელი ტონგასა და სამოაშიც დადგა. ავსტრალიის მოსახლეობამ ახალი წლის დადგომა…
- 65
ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი საზღვრის უსაფრთხოებასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით 11 აღმასრულებელ ბრძანებას გამოსცემს. გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის გაგრძელებისა და საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების განკარგულებას გასცემს. ასევე,…