ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.
„ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, – წერს ტრამპი.
ამერიკული არხი CNN-ის ცნობით, ზელენსკისა და ტრამპის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართება, ხოლო უკრაინული დელეგაცია ამ მომენტში თეთრ სახლს ტოვებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამერების წინაშე კამათი მოხდა.
წყარო: alion.ge
მსგავსი სტატიები
- 58
„დემოკრატმა“ კონგრესმენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, შრი თანედარმა (მიჩიგანი, „დემოკრატიული პარტია“) აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონსტიტუციის დარღვევაში, ძალაუფლების უზურპაციასა და კორუფციაში დაადანაშაულა. „პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარვადგინე. მაშინ, როდესაც ტრამპი უგულებელყოფს კონსტიტუციას, კონგრესს და სასამართლოებს, ის „ამერიკისთვის არ…
- 58
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
- 58
აშშ-სა და უკრაინის მიერ გაფორმებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება 57 სახის სასარგებლო წიაღისეულისა და აშშ-ის სამხედრო დახმარების საკითხს მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ავრცელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებული „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმება პოლიტიკურ პარამეტრებს განსაზღვრავს, კერძოდ,…
- 57
ვლადიმერ, შეჩერდი!, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Trump Social-ზე წერს. „კიევზე რუსეთის დარტყმებით უკმაყოფილო ვარ. ამის საჭიროება არ არის და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმერ, შეჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება. მოდი, სამშვიდობო შეთანხმება დავასრულოთ“, - წერს დონალდ ტრამპი. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 აპრილის ღამეს უკრაინაზე, დრონებითა და რაკეტების…
- 57
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ, _ ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე. „არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა.…