ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ავრცელებს.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოფიციალურად 24 თებერვალს დაამტკიცებენ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავის დღეს.

ევროკავშირის დიპლომატების ინფორმაციით, სანქციების მე-16 პაკეტი რუსული ალუმინის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დეკემბერში მიიღო, რომლის სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ იყო.

წყარო: ion.ge

მსგავსი სტატიები

  • 67
    აშშ-მა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ ბანკს, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობისთვის, სანქციები დაუწესაშეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, _ ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის…
  • 67
    ამერიკელი კონგრესმენები - ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგანღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
  • 66
    „როსგვარდია” - ჩეჩნეთში სამხედრო კოლონას ესროლეს, არის მსხვერპლიჩეჩნეთში სამხედრო კოლონას ესროლეს, არის მსხვერპლი. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული გვარდია („როსგვარდია“) ავრცელებს. მათი განცხადებით, ხუთშაბათს უცნობმა პირებმა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს შემოგარენში სამხედრო კოლონას ესროლეს. უწყების ცნობით, მინიმუმ ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი დაჭრილია. „როსგვარდიის“ განცხადებით, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ იპოვონ და დააკავონ თავდამსხმელები. წყარო: ipn.ge
  • 66
    რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალესრუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესის შედეგად, უკრაინამ რუსეთს 205 სამხედრო ტყვე გადასცა. „სანაცვლოდ, მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების 205 სამხედრო ტყვე გადაეცათ“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის…
  • 65
    უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინას Onyx-ის და Х-31П ტიპის რაკეტებით და 96 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 42 დრონი ჩამოაგდესრუსულმა ძალებმა 21 აპრილის ღამეს უკრაინაზე თავდასხმა Onyx-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის, Х-31П ტიპის ორი რაკეტითა და Shahed-ისა და სხვა ტიპის 96 დრონით განახორციელეს, 42 დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „09:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში…