,, ასოციაცია გურიას’’ დღის ცენტრმა შშმ პირებისთვის პროექტის — ,, ჩვენ ერთად ვართ“ ფარგლებში, ადაპტირებული ინვენტარი და კომპიუტერული ტექნიკა განაახლა.
,,პროექტი ითვალისწინებს საქართველოში სხვადასხვა სფეროს გაძლიერებას. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში, ,,ასოციაცია გურიას’’ დღის ცენტრისთვის შევიძინეთ კომპიუტერული ტექნიკა და ადაპტირებული ინვენტარი. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ერთად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“ — განაცხადა ,,საქართველოს მაშავ შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტმა, ზაურ ოსეფაიშვილმა.
პროექტი განხორციელდა ,,მაშავ შალომ კლუბ გურიას’’ მიერ, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ,,მაშავის’’ და ისრაელის საელჩოს დაფინანსებით.
მსგავსი სტატიები
- 82
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ (YPU), დემოკრატიის ინსტიტუტი (IOD) და ქედის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) – ერთად 2024 წლის 1 აპრილს გამოაცხადა საგრანტო კონკურსი გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტისთვის (ოზურგეთი,…
- 82
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 81
გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა. AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო.…
- 81
- 80