გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე.
90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.
მან საქართველოში ჩამოსვლის გეგმები და მიზნები გადმოგვიგზავნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
ჩემი გეგმები და მიზნები:
1.მე არ მიმიტოვებია გერმანია.ჩამოვედი დროებით;
2. მე მიმაჩნია, რომ, როცა დაპირისპირებული მხარეები, მოწინააღმდეგე მხარეს მდგომ ათასობით და ათიათასობით ადამიანს მოღალატედ და მტრად აცხადებს, ეს არის გახლეჩილი ერის მდგომარეობა. ( მართალია ყოველი მხარე ამტკიცებს, რომ დაასრულებს და გაანადგურებს მეორე მხარეს, მაგრამ, ამის ძალა არცერთ მათგანს არ გამაჩნია. ან უნდა დასრულდეს ეს მდგომარეობა,ან ეს მდგომარეობა დაგვასრულებს ჩვენ ყველას ერთად.);
3. გახლეჩილი ერი ვერასოდეს შექმნის მაღალგანვითარებულ და სამართლიან სახელმწიფოს;
4. მუდმივად გახლეჩილი ერი ადგას თვითგანადგურების გზას;
5 ჩემი მიზანია ნეიტრალური ადამიანების მოზიდვა. თუ ჩვენ ბევრნი ვიქნებით, შევძლებთ დიდი ეროვნული დიალოგის გამართვას;
6.ეროვნული დიალოგის შედეგად,ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ყოველგვარი კონფლიქტი. საქართველო უნდა დამშვიდდეს;
7.საქართველოში უნდა დამკვიდრდეს ურთიერთდამოკიდებულების ახალი კულტურა. პოლიტიკურ,საზოგადოებრივ და მედია სივრცეში წიხლის,მუშტისა და ლანძღვა-გინების უკულტურობა უნდა შეიცვალოს იდეებით, აზრებით,პროგრამებით ბრძოლის, ურთიერპატივისცემის კულტურად;
8. მთელი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს ერთი იდეით. ,,ვაქციოთ საქართველო ყველაზე მშვიდ, ჰარმონიულ და სამართლიან სახელმწიფოდ;
9. ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რა მასშტაბიც არ უნდა შეიძინოს ჩემმა ინიციატივამ,მე არასოდეს დავაპირებ გავხდე პრეზიდენტი, პრემიერი , პარლამენტის თავმჯდომარე ან მინისტრი . რაღაც ფორმით მზად ვიქნები ვიმუშაო გარდაუვალი და ძირეული რეფორმების განხორციელებაზე ყველა მიმართულებით;
10. თუ თქვენ ჩემს წინა ვიდეომიმართვაზე გაკეთებული კომენტარები და ჩემი პასუხები წაიკითხეთ,მიხვდებით რა მძიმე მენტალურ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი საზოგადოება და როგორი დიდი მოთმინებითა და სიყვარულით ვცდილობ შევცვალო ეს მდგომარეობა. მე ვალდებული ვარ, ჩემი ხალხისგან ყველაფერი მოვითმინო;
11. მე მიმაჩნია, რომ გენიალური, ეპოქალური ხედვის პოლიტიკოსი და მოღვაწე,მხოლოდ ის შეიძლება იყოს, ვისაც შეუძლია, არათუ მოყვრები აქციოს მტრებად,არამედ მტრები აქციოს მოყვრებად;
12. საქართველოს დღეს აქვს შესაძლებლობა, გააკეთოს, უდიდესი ნახტომი პროგრესისაკენ. თუ თქვენ მხარს უჭერთ ამ ხედვას, მაშინ გააკეთეთ ყველაფერი ამ აზრების გავრცელებისა და გაძლიერებისთვის. ყოველი ხალხი იმის ღირსია,როგორც ცხოვრობს.
მსგავსი სტატიები
- 98
ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
- 96
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე „სამარცხვინო თავდასხმად“ აფასებს „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს. „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“, _ აღნიშნავს პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. „ვაიმარის სამკუთხედმა“ _ საფრანგეთის, პოლონეთისა…
- 93
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 93
საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას. „თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ პირველ რიგში, საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მშვიდობისა…
- 92
როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…