აშშ-ის სანაპირო დაცვამ ალასკაზე გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავის ნამსხვრევები ქალაქ ნომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 34 მილის დაშორებით იპოვეს.
მაშველებმა დაადასტურეს, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვეს და აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ, დარჩენილი შვიდი ადამიანის ცხედარიც თვითმფრინავშია.
ცნობისთვის, ავიაკომპანია Bering Air-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, ალასკაზე რადარებიდან ხუთშაბათს გაქრა.
მსგავსი სტატიები
- 77
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 72
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
- 68
- 67
მაშველები და მყვინთავები, სოფელ სუფსაში, მდინარე სუფსაში, 15 წლის მოზარდს, რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს. სამწუხაროდ, მაშველებმა, გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის გვამი მდინარეში იპოვეს. მოზარდი, მის თანატოლთან და მეზობელთან, გვერდითი სოფელ ჩოჩხათიდან, ერთად, მდინარეში იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად ის დინებამ ჩაითრია და მისი ნახვა ამ დრომდე…
- 67
ლიეტუვაში, ვილნიუსის აეროპორტის მახლობლად სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. თვითმფრინავი, რომელსაც DHL-ისთვის ესპანეთის სატვირთო ავიაკომპანია Swiftair-ი ახორციელებდა, საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოვარდა, როდესაც დასაშვებად ემზადებოდა. პოლიციამ განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში მყოფი 12-ვე ადამიანის…