„ქართული ოცნება“ რეპრესიული კანონებითა და სასამართლოს მეშვეობით ცდილობს, პროტესტი ჩაახშოს. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაოთხმაგება და ჯარიმების ზრდა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა“ , _ ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.
საია განცხადებაში აღნიშნავს, რომ „ასობით ადამიანს უკვე შეეფარდა ჯარიმა და ადმინსტრაციული პატიმრობა, ათეულობით პირი კი, პატიმრობაშია და ელოდება სისხლის სამართლის წესით გასამართლებას“.
„ეს ყველაფერი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არის ქცეული – კრიტიკული ხმა დასჯადია, სასამართლო კი, აქციის მონაწილების დასჯის ინსტრუმენტადაა ქცეული“, _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისათვის დემონტრანტებისათვის დაკისრებული ჯერიმების რაოდენობა 600 000 ლარს აჭარბებს.
მსგავსი სტატიები
- 90
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 89
- 88
- 88
- 87