მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და არ სურს შიმშილობის გამო რაიმე ტიპის შეღავათით სარგებლობა, შესაბამისად, აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების შემდგომ, ითხოვს ციხეში დაბრუნებას, _ ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის საჭიროებს კლინიკის პირობებში მეთვალყურეობას და ექიმების რჩევით რჩება კლინიკაში.
„მზია ამაღლობელი 32-ე დღეა აგრძელებს სრული ფორმით შიმშილობას. კანონმდებლობის თანახმად, „თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი გაჩერება სასჯელაღსრულების დაწესებულების სტაციონარულ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი დირექტორის ბრძანებით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გადაიყვანება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში.
პირველ ეტაპზე, საია-ს დაგვიანებით, მხოლოდ 2025 წლის 31 იანვარს გადაეცა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია. მიღებული დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება. აღნიშნულის თაობაზე ციხის ადმინისტრაციას ეცნობა 2025 წლის 1-ელ თებერვალს. 2025 წლის 2 თებერვალს, საია-მ დამატებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეექმნა სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 2025 წლის 4 თებერვალს, განხორციელდა მზია ამაღლობელის გადაყვანა კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. 2025 წლის 6 თებერვალს, სახალხო დამცველმა შექმნა ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი. ჯგუფის წევრებმა მზია ამაღლობელი.
მოინახულეს კლინიკაში და გაეცნენ სამედიცინო დოკუმენტაციას. ამ დროისთვის ექსპერტთა ჯგუფი ამზადებს წერილობით შეფასებას.
მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და არ სურს შიმშილობის გამო რაიმე ტიპის შეღავათით სარგებლობა, შესაბამისად, აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების შემდგომ, ითხოვს ციხეში დაბრუნებას. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის საჭიროებს კლინიკის პირობებში მეთვალყურეობას და ექიმების რჩევით რჩება კლინიკაში“, _ განაცხადა ქურდოვანიძემ.
ქურდოვანიძის განმარტებით, მზია ამაღლობელი ემზადება სასამართლო პროცესისთვის, თუმცა არ იციან, როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 80
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან. როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატების შეფასებით, მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა. „მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია. შესაბამისი უწყებები…
- 78
- 77
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 77
ავტორი გაზეთი „ალიონი“ 27 მარტს ოზურგეთის ტექნოპარკში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია _ ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისათვის“, ფარგლებში CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად, პროექტის შუალედური შედეგებისა და დაგეგმილი სამუშოების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.…
- 77
გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა. AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო.…