„ქართული ოცნება“ პროტესტის უფლების ბევრ ასპექტს სამართალდარღვევად აცხადებს – ცვლილებების მიზანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაა, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაშია აღნიშნული.

ამასთან, ორგანიზაციის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება და აღნიშნულია, რომ ეს კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა და ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია.

„შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ეს ცვლილებებიც დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს კანონმდებლობით, კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. თუმცა იგი კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა. ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია. დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების სიღრმისეული განხილვა, მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მათი მხრიდან კანონების შინაარსზე ზეგავლენის შესაძლებლობა პირდაპირ აისახება მათ ლეგიტიმაციასა და ხარისხზე. კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება კი სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

აღსანიშნავია, რომ შეკრებისა და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები კოდექსში ასევე დაჩქარებული წესით შევიდა 2024 წლის დეკემბერში.5 აღნიშნულ ცვლილებებს „ქართული ოცნების“ პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს“, _ნათქვამია შეფასებაში.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 80
    განცხადება 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებსაქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
  • 78
    დაფუძნდა გურიის არქიტექტორთა ასოციაცია „ AGA “გურული  არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“  (AGA – Association of Gurian Architects)  რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა.  AGA-ს წარდგენის  პრეზენტაცია  გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული  საქმიანობები უკვე  დაიწყო.…
  • 78
    ახალგაზრდები ენერგოუსაფრთხოებისათვის  „ახალგაზრდები ენერგოუსაფრთხოებისთვის“ _ ამ სახელწოდებით დაიწყო პროექტი ოზურგეთის მინიციპალიტეტის დაბა ლაითურის და ნარუჯის, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხისა და იანეულის სკოლების ეკო კლუბების წარმომადგენლებისთვის. პროექტის  მიზანია  ენერგო ეფექტური გარემოს შექმნის თანამედროვე ინსტრუმენტების პოპულარიზება და საზოგადოების ინფორმირება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. „ენერგო უსაფრთხოების გაზრდის და უარყოფითი გარემოსდაცვითი ზეგავლენის შემცირების…
  • 77
    გადაცემა ანტიბიოტიკი - გრიგოლ მახარაძეგადაცემა ანტიბიოტიკი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონალური პროტესტის მნიშვნელობა სტუმარი გრიგოლ მახარაძე https://www.youtube.com/watch?v=2Z89gki6_7s დაფინანსებული