„მოცვნარის გადასახვევი, სოფელი შრომა, ტომას მაღაზიასთან შესახვევში იწვის გიორგი ჩიქოვანის სახლი,
4 ადამიანი ცხოვრობს, გადარჩა ყველა.
სახანძრო ადგილზეა, მაგრამ როგორც ვიცი ვერ შედიან, მიუვალი ადგილიაო.“- წერს მოქალაქე ანა ბოლქვაძე.
როგორც გაზეთ „ალიონს“ სოფელ შრომის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭაკნელიძემ უთხრა, ე.წ. ალავერდის სერზე ცეცხლი  ჩიქოვანების სახლში სავარაუდოს სახლის სხვენში გაუჩნდა ელექტროსადენებს, საიდანაც ცეცხლი მთელ სახლზე გავრცელდა. ჩიქოვანების ოჯახი ამჟამად მეზობლებთან არიან. _ _ _ახლა აქ ვართ ოზურგეთის მერის წარმომადგენელთან სოფელ შრომაში  ვეფხვია სუხიაშვილთან ერთად. ჩვენ მათ შევთავაზებთ დროებით საცხოვრისს რომელიმე სასტუმროში ურეკში ან სხვაგან მათთვის მისაღებ ადგილას.
თოვლის საფარი დიდია ბევრ უბანში, განსაკუთრებით ზედუბანში, ნაკაშიძის გორაკზე. ამჟამინდელი მონაცემებით სტიქიისგან დაზიანებულია 20-30 სახლი _გვითხრა მან.

მსგავსი სტატიები

  • 65
    სოფელ მთისპირში სახლი დაიმეწყრასოფელ მთისპირში, ნემსაძეების უბანში ბესო ნემსაძის საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა. საბედნიეროდ ბესო და მისი დედა გულიზარ ნემსაძე ნგრევას გადაურჩნენ. აქ გამოქვეყნებული ფოტო რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
  • 64
    სოფელ მერიაში, „გარადოკში“ 80 წლის მამაკაცი დაიწვაოზურგეთის მუნიციპალიტეტში,  სოფელ მერიაში ე.წ „გარადოკის“ დასახლებაში ფინურ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძარს  80 წლამდე ასაკის მამაკაცი გ.ბ. ემსხვერპლა. როგორც გვეუბნებიან,  ადგილზე დროულად მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა ფინურს ხის სახლს  ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და შიგ მყოფი მოქალაქის გადარჩება ვერ  შეძლეს.
  • 64
    სოფელ ნაგომარში, ჟანაურაში,  მუკბანიანების ორსართულიანი სახლი დაიწვაგუშინ, გვიან ღამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ჟანაურაში,  მუკბანიანების ორსართულიანი სახლი დაიწვა. ოჯახი მცირეწლოვანი შვილებით, სტიქიასა და უამინდობაში ღია ცის ქვეშ დარჩა. მუკბანიანების ოჯახს აღმოუჩინეს დახმარება. ისინი შესაბამისმა სამსახურებმა გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას ურეკში, სასტუმროში. სადაც მათთვის შესაბამისი საცხოვრისის მიცემამდე დარჩებიან.  
  • 64
    ოზურგეთში მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 2,3 მაგნიტუდა შეადგინა.
  • 63
    საცხოვრებელი სახლი დაინგრასოციალურ ქსელში „ოზურგეთი, განცხადებები“ სტიქიისგან დანგრეული საცხოვრებელი სახლის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც სავარაუდოდ ნატანების თემში, სოფელ ჯაფარეულში მდებარეობს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ სახურავის ჩამონგრევისგან არავინ არ დაშავებულა. ფაქტის დაზუსტებისთვის ჩვენ დავუკავშირდით დასახელებული სოფლის ხელძღვანელებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

არ გამოტოვოთ