დღეს თბილისიდან ოზურგეთში ახალი ჩქარი სამგზავრო მატარებლის პირველი რეისი შესრულდა.
ჩინური მარკის 4 -ვაგონიანი სამგზავრო მატარებელმა ოზურგეთში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. სასიამოვნოა, რომ სამგზავრო მატარებლის მემანქანის თანაშემწე საქართველოს რკინიგზის პირველი რეფორმატორის, დაახლოებით მეოთხედი საუკუნის წინ დღის სამგზავრო მატარებლის თბილისი-ოზურგეთის დანიშვნის ინიციატორის, საქართველოს რკინიგზის ყოფილი მმართველის აკაკი ჩხაიძის შვილიშვილი იყო.
მატარებელში არის როგორც პირველი კლასის, ისე მეორე კლასის სამგზავრო ადგილები.(მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზარდა). პირველი კლასის ვაგონით მგზავრობა 27 ლარი ღირს, ხოლო მეორე კლასის _11-15 ლარი.
პირველ დღეს ახალ მატარებელს (ეს მატარებელი ადრე თბილისი-ბათუმის რეისზე მოძრაობდა) ნატანებიდან ელმავალი დაეხმარა ოზურგეთში ჩამოსასვლელად.
ოზურგეთის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მიმდინარეობს ოზურგეთი-ნატანების 16-კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც აუცილებელია, შპალების შეცვლა. უკვე შეცვალეს 4000 შპალი. ეს პროცესი გრძელდება.
№12/11 – ჩქარი მატარებელი თბილისი – ოზურგეთი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა – 17:10 სთ – ზე; ოზურგეთი – თბილისი, ოზურგეთიდან 9:05 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ – ზე.
მსგავსი სტატიები
- 60
(მგზავრის სარვამარტო ჩანაწერი) მიუხედავად ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
- 60
2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება. მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს: თბილისიდან გასვლა – 09:00 ოზურგეთში ჩასვლა – 16:18; ოზურგეთიდან გასვლა – 08:40 თბილისში ჩასვლა…
- 57
- 56
- 56
ქ. თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ. „დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის…