დანია, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზად არის, _ ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარლოკე რასმუსენმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

დანიური მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ლარს ლოკე რასმუსენი და ტროელს ლუნდ პოულსენი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ და საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ მხარდაჭერა მიიღეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპამ სწორი სიგნალები გავუგზავნოთ როგორც პუტინს, ისე ვაშინგტონს. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ვაცხადებთ: „თუ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად იქ ევროპელების ყოფნაა საჭირო, მაშინ პრინციპში დანია ამისთვის მზად არის“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

ამასთან, დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული გეგმები არ არსებობს.

„კონკრეტული ვალდებულებების აღების შესახებ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სტატიები

  • 66
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
  • 65
    მედია - აშშ-მა და უკრაინამ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევის შესაძლებლობა განიხილესამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.…
  • 63
    ჯეი დი ვენსი - არ არსებობს შანსი, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ომში ჩაერთოსაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის…
  • 62
    რეზა ფეჰლევის მიმართვა ირანელ ხალხსჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,…
  • 62
    „მდგომარეობა საკმაოდ რთული და მძიმეა, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოს ძლიერი თავდაცვის საშუალებები აქვს“დღეს მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომი და ისრაელ-ირანის სამხედრო კონფლიქტია #1 თემა. სამწუხაროდ, არის ადამიანების მსხვერპლი. ისარელში ბევრი ჩვენი თანამემამულეა და ბუნებრივია დაინტერესებულნი ვართ, როგორ არიან ისინი. სოციალური ქსელები ამ მხრივ ბევრ ინფორმაციას გვაწვდის. გაზეთ „ალიონში“ გასული საუკუნის 60-იან წლებში მუშაობდა ლიხაურელი გიზო ჭელიძე, უღრესად ნიჭიერი და კომუნიკაბელური ჟურნალისტი, რომელიც შემდეგ თბილისში…