ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს ექვთიმე თაყაიშვილის სახლმუზეუმში დაფუძნდა. საბჭოს შექმნის მიზანი განახლებადი ენერგიის პროექტის, ბახვი ჰესის მშენებლობის გამჭვირვალე და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნვეყოფით განვითარება იყო.  იდეა კი, ერთიანი ძალებით (კომპანია და დაინტერესებული მხარეები) ძლიერი ინსტიტუციის მშენებლობის უპრეცედენტო ინიციატივას ემსახურებოდა.

დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერი:

„მეოთხე წელია რაც მრჩეველთა საბჭოს ფორმატში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბახვი ჰესის პროექტზე და წელს უკვე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუშაობის ამ მოდელმა  გაამართლა. საბჭოს ფორმატში გამჭვირვალობისა და ჩართულობის მექანიზმების გამოყენებით მოხდა ხედვების დააახლოება, პროექტის გარემოსდაცვით და სოციალურ პროგრამაზე მუშაობა, მისი მონიტორინგი და იმ წერტილამდე განვითარება, როცა ჩართულ მხარეებს (კომპანია და დაინტერესებული ჯგუფები) თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ერთად ვაშენებთ პროექტს, რომელიც ევროპული სტანდარტებითა და ხარისხით უპრეცედენტო იქნება ქვეყნის მასშტაბით.“

2021 წელს, მაშინ როცა საბჭოს ჩამოყალიბების იდეა გაჩნდა, ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერის პოზიციას დავით მიქელაძე იკავებდა. სწორედ მისი და ბახვი ჰესის მაშინ, ჯერ კიდევ, მცირერიცხოვანი გუნდის მენეჯმენტის ქვეშ განხორციელდა მრჩეველთა საბჭოს პროექტი.

დავით მიქელაძე, ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების ყოფილი მენეჯერი:

„მრჩეველთა საბჭოს შექმნით ბახვი ჰესის პროექტმა ქართულ რეალობაში შექმნა დადებითი პრეცედენტი მცირე და საშუალო ზომის ჰესების პროექტების განვითარების პროცესში, როცა სამართლებრივი და სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან აუცილებელი ნებართვების გარდა, კომპანიამ გადაწყვიტა პროექტის საწყის ეტაპზევე მოეპოვებინა ე.წ. „სოციალური ლიცენზია“, რაც უზრუნველყოფდა ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურ ჩართულობას პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების თითოეულ ეტაპზე. სწორედ ამიტომ, მრჩეველთა საბჭოში მოვიწვიეთ ადგილობრივი საზოგადოების შემადგენელი, ფაქტიურად, ყველა ჯგუფი, იქნებოდა ეს ადგილობრივი თვითმმართველობა, მედია, სამოქალაქო საზოგადოება თუ სამეწარმეო სექტორი. შესაბამისად, მრჩეველთა საბჭოს სახით შეიქმნა დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და დაბალანსებული პლატფორმა, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის  წარმომადგენლებს შეეძლოთ მოესმინათ პროექტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, გამოეთქვათ საკუთარი და საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც წარმოადგენდნენ, მოსაზრებები, გაეჟღერებინათ კრიტიკული შენიშვნები და სასარგებლო რჩევები. მრჩეველთა საბჭოგახდა ძალზედ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი პროექტის განმახორციელებელ გუნდსა და ადგილობრივი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორს. სწორედ ამგვარმა ღიაობამ და თავისუფალმა დისკუსიამ მისცა შესაძლებლობა პროექტის გუნდს გაეთვალისწინებინა პროექტის დაგეგმარების საწყის ეტაპზევე ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი და უზრუნველეყო პროექტის საუკეთესო კუთხით დაგეგმვა-განხორციელება ადგილობრივი საზოგადოების ყველა ჯგუფის საუკეთესო ინტერესების დაცვით.

ნამდვილად სიმბოლურია, რომ ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს ინაუგურაცია 2021 წლის 5 აგვისტოს სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ნებისმიერი საზოგადოება სწორედ ისტორიულ მაგალითებსა და ძლიერ ინსტიტუტებზე დგას. ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოც ცალკეული, თუმცა, ძალზედ წარმატებული მაგალითია საერთო საკითხის გადაწყვეტის მიზნით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების  გაერთიანებისა და ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობის, როცა პიროვნული ან თუნდაც, საზოგადოების ცალკეული ჯგუფის ვიწრო ინტერესის ნაცვლად წინა პლანზე გადადის და უპირატესობა ენიჭება საერთო ინტერესს და მის დაცვას. გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ ვულოცავ მრჩეველთა საბჭოს თითოეულ მოქმედ და ყოფილ წევრს, ასევე ბახვი ჰესის პროექტის განმახორციელებელ გუნდს ამ დიდ აღიარებას, და სამომავლო წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ!“

მრჩეველთა საბჭოს წევრები ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არიან. საბჭოს ფორმატში მუშაობის უპირველესი ამოცანა ბახვი ჰესის პროექტის ერთობლივი განვითარებაა. მეორე და არა ნაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება განახლებადი ენერგიების შესახებ ცნობერების ამაღლებაა.

ლადო მენაბდე, გურიის მოამბის დამფუძნებელი, ჟურნალისტი:

„მრჩეველთა საბჭოს ფორმატში მუშაობა სასიამოვნო სიახლეა და ჩემი აზრით ის რეგიონში უპრეცენდენტოა.ადამიანებს აქვთ რეალური ბერკეტები, იყვნენ საქმის კურსში, მიიღონ ობიექტური ინფორმაცია პროექტის შესახებ. მე მედიის წარმომადგენელი ვარ. მედიის გამტარუნარიანობა რიგ შემთხვევებში პრობლემური საკითხია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბახვი ჰესი მაქსიმალურად ცდილობს მედიასთან კომუნიკაციას და მისი საშუალებით საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას აწვდის პროექტის მიმდინარეობის შესახებ. გურული საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვანია. კომპანია ზრუნავს საზოგადოების ცოდნის ამაღლებაზე, განათლებაზე. ეს დიდი ინტელექტუალური ინვესტიციაა.მოლოდინებს ყოველთვის აღემატებოდა საბჭოს თითოეული შეხვედრა. გასვლითი ტურებიდან მიღებული ინფორმაცია საინტერესო სიახლე იყო ჩემთვის. ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ გამტარუნარიანები, გავაკეთოს სწორი უკუკავშირი, საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ვასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას და იმ ნდობას, რაც დაგვაკისრა მოსახლეობამ. ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ პროექტს, კომპანიის წარმომადგენლებთან ვთანამშრომლობთ. ისინი თავის მხრივ, პროექტის დეტალებს გვაცნობენ, რაც გვეხმარება ვიყოთ სწორად ინფორმირებულები.“

ნუგზარ ასათიანი, გაზეთ ალიონის მთავარი რედაქტორი:

„აღნიშნულ ფორმატში მუშაობამ ვფიქრობ, საბჭოს წევრებს, პირველ რიგში, გამოცდილება შესძინა, თუ როგორაა შესაძლებელი ასეთ მნიშვნელოვან პროექტებში ჩართულობა და სწორი ინფორმაციის მიღება. საქართველოს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია და მცირე ჰესები ბუნებაში მინიმალური ჩარევის პირობებში ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.2021 წლის აგვისტოდან დღემდე ბახვი ჰესთან არსებულმა მრჩეველთა საბჭომ შეძლო პირველ რიგში ურთიერთ ნდობის მოპოვება, რაც ბახვი ჰესის მუშაობის პროცესში ჩვენმა ჩართულობამ და  გამჭირვალე პროცესმა განაპირობა. ყველა გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭოსთან ერთად იყო განხილული და მედიამ მიიღო პასუხები ყველა საჭირო და აუცილებელ კითხვაზე, რასაც კომპენტენტური უცხოელი ექსპერტებიც ადასტურებდნენ.“

ვლადიმერ ჩავლეშვილი, მთისპირში ოზურგეთის მერის წარმომადგენელი:

„საბჭოს მუშაობის ფორმატი, მართლაც, რომ უნიკალურია ქართულ რეალობაში. არსად არ შემხვედრია ანალოგიური მაგალითი, როცა კომპანია ასე გამჭვირვალედ ახერხებს კომუნიკაციას საზოგადოებასთან. იმედი მაქვს, ეს გამოცდილება საინტერესო იქნება სხვა კომპანიებისთვის. საბჭო ხელს უწყობს პროექტის განვითარებას. ჩვენ პატივს ვცემთ კომპანიის მუშოაბასთან დამოკიდებულებას. საჭიროების შემთხვევაში ვართ კრიტიკულები, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა ხარისხიანი იყოს. კომპანია ზრუნავს ჩვენი გავლით საზოგადოების ინფორმირებულობაზე. წლების მანძილზე ბევრი რამ გავიგეთ ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ, ვფიქრობ ამ მიმართულებით განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.“

მაკა შანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის – შეხვედრები გურიაში“ წარმომადგენელი:  

„ეს ფორმატი უნიკალურია, რადგან მან რეალური თანამშრომლობის შესაძლებლობა მოგვცა. მრჩეველთა საბჭოს შექმნა არ იყო მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი – კომპანიამ გააკეთა ყველაფერი, რათა ჩვენი რეკომენდაციები რეალურად ასახულიყო პროექტებში. მსგავსი მიდგომა საქართველოში იშვიათია, ამიტომ ბახვი ჰესის ეს ნაბიჯი საგულისხმო და მისაბაძია. მსგავსი მოდელი ზოგადად არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში, განსაკუთრებით დასავლეთში, სადაც საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. თუმცა, საქართველოს კონტექსტში ასეთი პრაქტიკა იშვიათია, ამიტომ ბახვი ჰესის ინიციატივა გამორჩეულია. საბჭოს წევრებისთვის ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც საშუალებას გვაძლევს უშუალოდ ჩავიხედოთ კომპანიის მუშაობაში, გავაანალიზოთ პროექტის ყველა ეტაპი და ვიმუშაოთ რეალურ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ გავიღრმავეთ ცოდნა ენერგეტიკის, გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების მართვის მიმართულებით. ასევე, ეს არის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების პრაქტიკული გაკვეთილი – ვისწავლეთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ გუნდურად და როგორ უნდა მივაღწიოთ შედეგებს დიალოგისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით.“

ბახვი ჰესი მრჩეველთა საბჭოს პროექტით გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს მფლობელი გახდა.საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზნი – „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“ აღსრულებაშიმიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი დაფუძნების  მიზნითა და მუშაობის ფორმატით, ძლიერ ინსტიტუტად შეფასდა.

დაფინანსებული ფართი

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
  • ბახვი ჰესი  - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა  #ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
  • ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრა  2024 წლის 21 მარტს ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი, გასვლითი სახის შეხვედრა გაიმართა.  საბჭოს წევრები ბახვი ჰესის სამშენებლო ბანაკს სტუმრობდნენ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდებარეობს. ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ  მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო სამშენებლო…
  • „ვიამაყებთ იმ ფაქტით, რომ 21-ე საუკუნის 20-იან წლებში მხარდამხარ ვმუშაობდით ბახვი  ჰესის მშენებლობაზე“ -  ინტერვიუ ბახი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან  ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…
  • ბახვი ჰესის გეოგრაფია და მისი მუშაობის პრინციპები  #ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან. კომპანიამ პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წელს. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50%  ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. ბახვი ჰესის მენეჯმენტი, დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში, მჭიდროდ…