უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება.
„ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება. ვგრძნობ ამას, ჩვენ ეს გვესმის. ეს გამოწვევა იქნება ჩვენთვის და ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ უკრაინას ამ საკითხებში, მაგრამ ეს ძალიან გაგვიჭირდება. პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად იურიდიულად არ ვაღიარებთ. არის ტერიტორიები, არიან ქალაქები, რომლებიც ამა თუ იმ საკონტაქტო ხაზით არიან გაყოფილი. თუ ზოგ ადგილას ამ ხაზს დატოვებთ, თქვენ უბრალოდ დატოვებთ ქალაქებს სიცოცხლის გარეშე. ნახევარ ქალაქში არავინ დაბრუნდება და თუ ეს დიდ ქალაქებს დაემართება, მაშინ ეს იქნება ბერლინი“, _ აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც ესაუბრა.
„გულწრფელად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს: „გვინდა ბერლინი?“ „გვინდა ბევრი ასეთი ქალაქი?“ ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, რომ ეს ვარიანტი არ არის. ბერლინის კედელი არ არის ვარიანტი, ამიტომ ჩვენ შევეცდებით ამ საკითხის მართვას“, _ აღნიშნა ზელენსკიმ.
მსგავსი სტატიები
- 66აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
- 63
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. „საუბარია ტერიტორიებზე, რომელთა გამოც სამწელიწადნახევარია სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და ბევრი უკრაინელისა და რუსის სიცოცხლე შეიწირა. ახლა დაგეგმილია ამ მიწების ნაწილის დაბრუნება და ორმხრივი გაცვლის განხორციელება. პროცესი რთულია, მაგრამ ჩვენ…
- 62
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ…
- 61რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის, - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News–თან ინტერვიუში განაცხადა. „თუ ჩვენ ამ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ეს მთელ მსოფლიოს, მათ შორის, აშშ-ს, სარგებელს მოუტანს“, _განაცხადა კიტ კელოგმა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მომდევნო რამდენიმე…
- 61
შშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება. CNN-ის ინფორმაციით, მაიამიში, მომავალი საინვესტიციო ინიციატივების ინსტიტუტის სამიტზე ტრამპმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა. „სწრაფად ვმოქმედებ მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად _ მე მინდა…