ხვალ, 4 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართება მოთხოვნით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
„მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, დღის 2 საათზე დაიწყება.
აქციის მონაწილეები სასამართლოსთან დღის პირველი საათიდან შეიკრიბებიან.
წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.
ამ სხდომაზე მოსამართლე ასევე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
მსგავსი სტატიები
- 85
გენერალურ პროკურატურასთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აღნიშნულზე ინფორმაცია ipn.ge ავრცელებს. აქციის მონაწილეებს ადგილზე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამოსახულებით პოსტერები და ბანერები - „თავისუფლება მზია ამაღლობელს" აქვთ მიტანილი. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ვინაიდან 16-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული საფრთხეები…
- 79
ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელს მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები მოუწოდებენ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. როგორც წერილშია ნათქვამი, მზია ამაღლობელმა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადოს. მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე გაჟღერდა წერილი, რომელსაც ადვოკატის მეშვეობით ციხეშიც შეუგზავნიან: „მზია, ჩვენ შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას…
- „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა...იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“– მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან78
გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს. მან პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ამბობს, რომ არ აპირებს დაემორჩილოს „რეჟიმის დღის წესრიგს“. ჟურნალისტის უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იცავს. ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად საკვებზე უარს ამბობს და მხოლოდ წყალს იღებს. წერილს…
- 77
ქუთაისში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დაკავებული რედაქტორის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, აქტივისტებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში „ბათუმელების“ სპეციალური ნომერი დაარიგეს. მათი თქმით, ნომერი „რეჟიმის უკანონო პატიმრებს მიეძღვნა“. მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში აქციაზე დააკავეს.
- 76
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…