გურიაში რომ ყველას პრობლემა აქვს არაა არავისთვის უცხო სტიქიის გამო, მაგრამ არის სფერო სადაც მეტი ძალისხმევაა საჭირო. ურეკის ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრს თოვლმა ჩამოუნგრია გვერდზე მიშენებული (გურულად გადახურული). სადაც საკმაოდ ძვირადღირებული მექანიკური აპარატები გვეწყო ( ვერტიკალიზაციის აპარატი და სხვადასხვა დასახელების აპარატები, რომლებიც გამოიყენება შშმ. ბავშვების სიარულის და კოორდინაციის ვარჯიშებისთვის)
უმორჩილესად გთხოვთ გამოიჩინოთ ყურადღება და დაგვეხმაროთ სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში. რადგან ჩვენი ცენტრი უამრავ ბავშვს ემსახურება და მათ წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია.
მე თითონ ,ამ ცენტრის ხელმძღვანელი ამჟამად ვიმყოფები თბილისში, თოდუას კლინიკაში გავდივარ სხივურ თერაპიას და ვერ ვახერხებ ურეკში ჩასვლა.“ _წერს ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი ქეთევან მელიქაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ