ოზურგეთი აღმოსავლეთის მხრიდან თანდათან დაიბურა სქელი ნისლით. ქალაქში ცუდი ხილვადობის გამო, დაბალი სიჩქარით მოძრაობს ავტოტრანსპორტი.

როგორც მთითმხილველები ამბობენ, მოკლე დროში მნიშვნელოვნად იკლო ჰაერის ტემპერატურამაც.

როგორც გვაცნობეს, ასეთი ნისლი აჭარის ზღვისპირეთშიც არის. აქაც ჰაერი  მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული, რაც დასაშვებ ნორმაზე მეტია.

„9 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის პორტალზე.

მსგავსი სტატიები

  • 71
    სიძლიერე 5 ქულას მიაღწევს…” – ცნობილია მაგნიტური შტორმის მოსალოდნელი თარიღებიმეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მზეს და მის აქტივობას. მზის აფეთქების დროს, დედამიწაზე, შეიძლება, მოხდეს გეომაგნიტური შტორმები, რომლებიც საშიშია საკომუნიკაციო სისტემებისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ მოემზადოთ და გადაურჩეთ მათ ჯანმრთელობის სერიოზული შედეგების გარეშე. როდის არის მაგნიტური შტორმები 2024 წლის აგვისტოში. თვე დაიწყო დაიწყო მაგნიტური ქარიშხლით და შტორმის სიძლიერე 6 ბალიანი იყო. მომდევნო…
  • 68
    26 ნოემბრიდან საქართველოში თოვაა მოსალოდნელი25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
  • 66
    თამარ რუსიეშვილი ჰარვარდში სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლისწარმოშობით ლიხაურელი, თამარ რუსეიშვილი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის, სწავლის სრული დაფინანსებით და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით. თამარის  შესახებ ინფორმაცია მარინა რუსიეშვილმა მოგვაწოდა. თამარის ბაბუა ანგელატ რუსიეშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან იყო. შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. თბილისში. თამარმა წარმატებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის #22…
  • 65
    25-26 ოქტომბერს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „საფრთხის დონე საშუალოა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  • 65
    3 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის…