„დემოკრატმა“ კონგრესმენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, შრი თანედარმა (მიჩიგანი, „დემოკრატიული პარტია“) აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონსტიტუციის დარღვევაში, ძალაუფლების უზურპაციასა და კორუფციაში დაადანაშაულა.
„პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარვადგინე. მაშინ, როდესაც ტრამპი უგულებელყოფს კონსტიტუციას, კონგრესს და სასამართლოებს, ის „ამერიკისთვის არ იბრძვის“, არამედ ის მას ანადგურებს და ჩვენს დემოკრატიას რეალურ საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა.
ცნობისთვის, თანედარს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნა შეუძლია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატს „რესპუბლიკური პარტია“ აკონტროლებს.
წყარო: IPN.GE
მსგავსი სტატიები
- 70
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის… - 70
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 69
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 68აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 67
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.…