აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გეგმავს ახალი პროგრამის დანერგვას, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტებისთვის აშშ-ის ნებაყოფლობით დატოვებისთვის თანხის შეთავაზებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, ასეთი „თვითდეპორტაციის პროგრამა“ გარკვეულ ფინანსურ დახმარებას და ქვეყანაში ლეგალურად დაბრუნების პერსპექტივას მოიცავს.
„ჩვენ მათ სტიპენდიას მივცემთ. ჩვენ მათ ფულს და თვითმფრინავის ბილეთს მივცემთ და შემდეგ მათთან ვიმუშავებთ. თუ ისინი კარგები არიან, თუ გვინდა, რომ უკან დაბრუნდნენ, ჩვენ მათთან ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მსგავსი სტატიები
- 70
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
- 67
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა სურს, - The Hill-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რა სურს პუტინს“. „ვფიქრობ, მას სურს შეწყვიტოს ომი. მე ამას ვხედავ. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ. სტივ უიტკოფი [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში] მასთან იყო ძალიან დიდი…
- 67
შშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება. CNN-ის ინფორმაციით, მაიამიში, მომავალი საინვესტიციო ინიციატივების ინსტიტუტის სამიტზე ტრამპმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა. „სწრაფად ვმოქმედებ მთელ მსოფლიოში ომების დასასრულებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და პლანეტაზე მშვიდობის აღსადგენად _ მე მინდა…
- 67
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის, - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News–თან ინტერვიუში განაცხადა. „თუ ჩვენ ამ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ეს მთელ მსოფლიოს, მათ შორის, აშშ-ს, სარგებელს მოუტანს“, _განაცხადა კიტ კელოგმა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მომდევნო რამდენიმე…
- 67
რუსულმა ძალებმა 21 აპრილის ღამეს უკრაინაზე თავდასხმა Onyx-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის, Х-31П ტიპის ორი რაკეტითა და Shahed-ისა და სხვა ტიპის 96 დრონით განახორციელეს, 42 დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „09:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში…