27 აპრილს ქალაქ თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში გოჯუ-რიუ ( სრული კონტაქტური კარატე) კარატე დოში საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდელთა შორის, სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა.
შეჯიბრში 200 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ტაეკვონდოს სექციის სპორტსმენებმა აღნიშნულ შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს და 5 მედალი მოიპოვეს.
🥇 I ადგილი
დანიელ ხუციშვილი – 29 კგ, ( 9 წლის ).
🥈 II ადგილი
ნიკოლოზ ბარბაქაძე – 27 კგ, ( 7 წლის);
ნიკოლოზ ერქომაიშვილი – 32 კგ ( 9 წლის).
🥉 III ადგილი
საბა ჟორჟოლიანი – 27 კგ ( 7 წლის);
იოანე გოლიაძე – 32კგ ( 9 წლის).
,, ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მადლობას ვუხდი ფედერაციას რომ გაითვალისწინეს რეგიონებიდან ჩამოსული სპორტსმენები და მაქსიმალურად ხელი შეგვიწყვეს, რომ დაგვესვენა და საკუთარი შესაძლებლობები კარგად გვეჩვენებია.
შეჯიბრი სანახაობრივად ძალიან აზარტული იყო, კარგი საჩვენებელი გამოსვლებით.
ჩემთვის ყველაზე ემოციური და დაძაბული ჩემი მოსწავლეების ფინალური ორთაბრძოლა აღმოჩნდა. დანიელ ხუციშვილი და ნიკოლოზ ბარბაქაძე ერთმანეთს ფინალში მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც თბილისელი თანატოლები დაამარცხეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფედერაციას ტურნირის ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას კი მხარდაჭერისთვის” – ამბობს მწვრთნელი ირაკლი ტუღუში.
ყველა რეაქცია:

ირაკლი ჩავლეშვილი და 3 სხვა პიროვნება

მსგავსი სტატიები

  • 68
    4 მედალი ,, მსოფლიო თასიდან" ! 6 - 7 დეკემბერს ქ. ქუთაისში ალპაგუთში მსოფლიო თასი გაიმართა. (ალპაგუთი თურქული და აზერბაიჯანული საბრძოლო ხელოვნებაა) შეჯიბრს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ასპარეზობა ქუთაისის მერიისა და მსოფლიო ალპაგუთის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.  შეჯიბრში თვრამეტი ქვეყანა , ხუთასამდე სპორტსმენით იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების აღმოსავლური ორთაბრძოლების სექციის ხუთი სპორტსმენი…
  • 67
    აღმოსავლური ორთაბრძოლების სექციის სპორტსმენების წარმატება3 - 6 დეკემბერს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში ტაეკვონდოში ( ოლიმპიური სახეობა) საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში ხუთასამდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული აღმოსავლური ორთაბრძოლების სექციის სპორტსმენები. ჩვენმა ბიჭებმა შინ ორი ოქრო და ჩემპიონის ტიტული წამოიღეს. I ადგილი საბა გოგაძე - 16 წლის…
  • 67
    ოზურგეთელმა ტაეკვონდოელებმა საქართველოს პირველობიდან 4 მედალი წამოიღეს! 2023 წლის 15-16-17 დეკემბერს, თბილისში, ოლიმპიურ სოფელში, ტანვარჯიშის აკადემიამ ტაეკვონდო - WT ოლიმპიური სახეობაში, ყველა ასაკში საქართველოს პირველობას უმასპინძლა. აღსანიშნავია რომ, ასეთი ფართომასშტაბიანი ჩემპიონატი ტაეკვონდოში ჯერ არ ჩატარებულა. შეჯიბრში 600 მონაწილე ასპარეზობდა და ყველა წონასა და ასაკში დიდი კონკურენცია იყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვონდოს სექციის…
  • 64
    საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 15 წლამდელთა შორის 10 წონით კატეგორიაში დასრულდა.საჭიდაო ასპარეზობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ უმასპინძლა. ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები.  ჩვენმა ფალავნებმა ჯამში 11 მედლის, აქედან 6 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს, ასევე გუნდური პირველი ადგილის მოპოვება შეძლეს.…
  • 64
    ოზურგეთს სამი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს!6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ…