რუსთავის #26 საჯარო სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა.

დირექტორის განცხადებით, მიიღეს შეტყობინება, რომ სკოლაში ბომბია.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, შენობაში შესაბამისი სამსახურები _აღნიშნულ ინფორმაციას „ინფო რუსთავი “ ავრცელებს.

რუსთავის 26-ე საჯარო სკოლის შემდეგ ევაკუაცია უკვე რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში გამოცხადდა.

„ინფო რუსთავია“ ინფორმაციით . ჯერჯერობით ადგილზე სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები არ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ 26-ე სკოლაში ევაკუაციის მიზეზი სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე შესული შეტყობინება გახდა, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობას უკავშირდებოდა. სკოლის ადმინისტრაციამ შემთხვევის შესახებ 112-ს შეატყობინა.

ამ წუთებში სკოლის შენობაში სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. სკოლის მოსწავლეები და პედაგოგებმა შენობა უკვე დატოვეს.

მსგავსი სტატიები