ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადია. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდეა. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, ბზის უკანონო მოპოვებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს.
CHN-ის ინფორმაციით, კონტროლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და სამეგრელოში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 200 ერთეული ტოტი.
ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში კი, მოქალაქეები ფესვებიანად მოპოვებული, ჯამში 89 ერთეული ბზის ნერგის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
მსგავსი სტატიები
- 82
2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
- 80
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
- 76
წლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც 3 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე მონაკვეთზე და…
- 71
ოზურგეთს და ოზურგეთელებს კარგად ახსოვს ტოქსიკური წარმოების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც ინდური კომპანიის მიერ ექადიის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის მიმდებარედ ჯერ ტყვიის და შემდეგ ალუმინის გადამამუშავებელ საწარმოს მოწყობას უკავშირდებოდა. მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის ხანგრძლივ პროტესტს, სპეციალისტების რჩევებს შედეგი მოჰყვა. მოსახლეობა არ დაპირისპირებია ადგილობრივ ხელისუფლებას, პირიქით, მათგან გვერდში დგომას ითხოვდა და შედეგსაც…
- 71
პატივცემულო ირაკლი, როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს. თქვენ ბრძანებთ: "ბახმაროს რაც შეეხება - მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა... დღევანდელი მოცემულობა…