ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს.
გიორგი გახარიას განცხადებით, ბრიუსელში „გახარია საქართველოსთვის“ გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
„დღეს ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე ჩვენს ევროპელ პარტნიორებამდე.
პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საქართველოს ევროპული გზა უნდა აღდგეს.
პროგრესულ ლიდერებთან ერთად ჩვენი გზავნილი იყო მკაფიო – საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“, – წერს გიორგი გახარია.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 75
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, _ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული…
- 71
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე „სამარცხვინო თავდასხმად“ აფასებს „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს. „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“, _ აღნიშნავს პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. „ვაიმარის სამკუთხედმა“ _ საფრანგეთის, პოლონეთისა…
- 71გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან. „უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად“, - განაცხადა…
- 70
გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე. 90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მან საქართველოში…
- 70
ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი - ის, რამაც ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოიყვანა“, - წერს კოსი. წყარო: ipn.ge