დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.
დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – „საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.
გარდამოხსნა შესრულდება საგალობლებით, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.
მსგავსი სტატიები
- 70
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 68
31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
- 67
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა…
- 67
გადასახლება _ რამდენ ტკივი-ლიან ფურცლად შემორჩენია თავად ეს სიტყვა გასულ საუკუნეს, რამდენი უკანასკნელი ამოსუნთქვა ჩაბრუნებია გულს სამშობლოსგან მოშორებით და სამშობლოს მონატრებით. ერთ-ერთი საუბრის დროს, რამდენიმე ფაქტის გახსენებას მოჰყვა ამ წერილის მომზადების იდეა. ვთხოვე ხათუნა გორგოშიძე - სურგულაძეს, მასალები მოეწოდებინა. თვალწინ მიდევს დრო-ჟამისგან შეყვითლებული ეს ფურცლები, ბევრი ჩასწორებით, ბევრი გადახაზვით. და…
- 58
ებრაული სახელი „ლაზარე“ ქართულად „ღვთის წყალობას“ ნიშნავს. მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანს, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა. წმინდა მამათა განმარტებით, პირველი წყალობა უფლისაგან ღირსი ლაზარეს მიმართ ის გახლდათ, რომ მას იესო ქრისტე თავის მეგობრად…