ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. მან ამის შესახებ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღემდე ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.
“დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე ვალდებულად ვთვლი, არსებულ შეკითხვებს პასუხები გავცე. დღემდე, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის მთავარი მოტივაცია ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული. 2011 წელს, ოქტომბერში მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მე მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი”,_ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, პირნათლად მოიხადა ვალი ქვეყნის, ხალხის და პარტიის წინაშე.
“არაერთხელ მითქვამს, რომ არც ერთი თანამდებობა არაა მარადიული და არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს ჩემთვის ყოველთვის იყო სამშობლოსა და ხალხის მსახურების შესაძლებლობა. ასე იყო 2015 წლის დეკემბრის ბოლო, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავტოვე 33 წლის ასაკში და პოლიტიკიდან გავედი, ასე იყო მაშინაც, როდესაც 2019 წელს პოლიტიკაში დავბრუნდი და “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად განვაგრძე დაწყებული საქმე და ასე იყო შარშან, როდესაც მეორედ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ასეა დღესაც, როდესაც მეორედ ვტოვებ პოლიტიკას”,_ განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი 2024 წლის თებერვლიდან “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო. მისი წინა წლების სამუშაო გამოცდილება კი ასეთია:
- 22/02/2021-29/01/2024 – პრემიერ-მინისტრი;
- 08/09/2019-22/02/2021 – თავდაცვის მინისტრი;
- 05/03/2019 წ. – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი;
- 12/02/2018-01/08/2019 – კერძო სექტორი;
- 20/11/2013 – 24/12/2015 წწ. – პრემიერ-მინისტრი;
- 25/10/2012 – 17/11/2013 წწ. – შინაგან საქმეთა მინისტრი;
- 15/02/2012 წ. – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ” დამფუძნებელი/წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;
- 07/2009- 06/2012 წწ. – შპს „ქართული ოცნების” დირექტორი;
- 12/2007 – 14/02/2012 წწ. – ს.ს. „ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
- 12/2005 – 14/02/2012 წწ. – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე – გენერალური დირექტორი;
- 05/2005 – 10/2005 წწ. – შპს „ბურჯის” (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
- 2004-2005 წწ. – შპს „ბურჯის” (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი
მსგავსი სტატიები
- 82
დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და…
- 76
გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე. 90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მან საქართველოში…
- 76
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქ. ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრში გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, რიმა ბერაძე, ვასილ ჩიგოგიძე, გია ბენაშვილი და სხვები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს…
- 75
„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. „ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი 3-წლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა“, _ განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე.
- 75
ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში - შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, - განაცხადა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ…