1978 წლის 14 აპრილს ქართველი ხალხი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა, გაეუქმებინათ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ქართველებმა მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს. მას აქეთ, ყოველი წლის 14 აპრილს, საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს.
შემოქმედის საჯარო სკოლაში დიდი ენთუზიაზმით აღინიშნა ქართული ენის დღე. ჩატარდა ამ ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილი კვირეული: ყველა კლასში, „კლასის საათზე“, ისაუბრეს მშობლიური ენის მნიშვნელობასა და როლზე, წარმოადგინეს ლიტერატურული და მუსიკალური კომპოზიციები. I-დან VI კლასის ჩათვლით გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი „ლამაზად წერის ხელოვნება“, გამოვლინდნენ გამარჯვებულები და დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით.
VII-VIII-IX-X-XI კლასებში ჩატარდა სასკოლო წერა, რომლის მიზანი იყო, მოსწავლეებს გადმოეცათ თავიანთი დამოკიდებულება და სიყვარული ქართული ენის სიწმინდის, უნიკალურობის, სიძველის, მრავალფეროვნებისა და შესაძლებლობების მიმართ. ამონარიდები მოსწავლეთა ნაშრომებიდან ყველასათვის თვალსაჩინოდ გამოიკრა. არც ბარბარიზმები დავიწყებიათ და ქართველებს ენის სიწმინდის დაცვა შეახსენეს.
IX კლასის მოსწავლეებმა გამოუშვეს ძალიან ლამაზი და ინფორმაციული კედლის გაზეთი „14 აპრილი დედაენის დღეა“.
მსგავსი სტატიები
- 83
2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
- 80
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში…
- 80
- 79
- 79
გრძელდება 2024 წლის აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნება. ინგლისური ენა: მაქსიმალური 70 ქულიდან 70 ქულა- ვიკა ჯინჭარაძე ნათია ღლონტი 69 ქულა- ლიკა ჯინჭარაძე ნია მკურნალიძე 68 ქულა- ნიკოლოზ ბარამიძე გიგი მჟავანაძე მარიამ კობახიძე ანასტასია ქუტიძე ლიზი მახარაძე 67 ქულა- საბა ცუხიშვილი 66 ქულა- ხატია სალუქვაძე ლექსო ქათამიძე მერი თალაკვაძე ვახო ჩხაიძე ნინი…