იემენის საწვავის პორტზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამ დარტყმების მიზანი ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დასუსტება იყო.
„ამ დარტყმების მიზანი იყო ჰუსიტების ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს დაკნინება, რომლებიც აგრძელებენ ექსპლუატაციას და დიდი ტკივილის მიყენებას თანამემამულეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ არ შეაჩერებს ფართომასშტაბიან დარტყმებს, რომლებიც გასულ თვეში დაიწყო,თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ.
მსგავსი სტატიები
- 69
აშშ-ის მიჩიგანის შტატში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ მიჩიგანში ტორნადოსა და ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამაინი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ძლიერი შტორმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი განადგურდა და ასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. - 68
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 68
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 67
ირანში საპროტესტო აქციების დროს, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობითვე, დაღუპულთა შორის 490 მომიტინგეა, 48 კი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციების განმავლობაში სულ 10 600 ადამიანი დააკავეს. - 67აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…