ღეს, 2025 წლის 28 აპრილს, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” უკანონო პატიმრობაში მყოფი, ,,ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).
კერძოდ:
-
თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი):
მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად და უკანონოდ. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა პატიმრობის აუცილებლობას, პროკურატურის შუამდგომლობა, ისევე როგორც სასამართლოს განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ეფუძნება აბსტრაქტულ რისკებს და მსჯელობას, ნაცვლად საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასებისა. არც ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, არც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობის განხილვისას და არც წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლეს არ შეუფასებია რატომ ვერ უზრუნველყოფდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევას.
როგორც ცნობილია, 2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. 2025 წლის 14 იანვრის განჩინებაში მითითებული საფრთხეები ხელოვნური და დაუსაბუთებელი იყო, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირიშვილმა არ დაუშვა და არ განიხილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი. 2025 წლის 13 თებერვალს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს, შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე, ვერა დოლიძის 19 თებერვლის განჩინებით, მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ადვოკატების საჩივარი ასევე დაუშვებლად იქნა ცნობილი. 2025 წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა სხვა დანარჩენთან საკითხებთან ერთად იმსჯელა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის შესახებ, თუმცა, მან მზია ამაღლობელი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა.
-
საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი):
მზია ამაღლობელის საქმეზე არაერთგზის, მათ შორის, სასამართლოს მხრიდან, დაირღვა ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ მიღებულ განჩინებაში ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის დასასაბუთებლად გამოიყენა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტი ისე, რომ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
-
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი)
-
გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი)
-
კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება)
მზია ამაღლობელის საქმეში ვლინდება არაერთი არსებითი მნიშვნელობის პროცედურული დარღვევა, რაც საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე მიანიშნებს, მათ შორისაა დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომლის საფუძველზეც მოხდა მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. პროკურატურას, ისევე როგორც სასამართლოს, არც კი შეუფასებია ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ, რომელთა ანონიმურობაც გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამავე მოქმედებით არსებითად იქნა ხელყოფილი მომჩივნის პირადი კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების უფლება. მხოლოდ პატაკის საფუძველზე მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ძირს უთხრის კონვენციით გარანტირებულ მე-8 და მე-10 მუხლებით განმტკიცებულ უფლებებს, მსგავსი პრეცედენტი ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და წარმოადგენს ცალსახა უკანონობას. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში არ არსებობს უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მსგავსი ტიპის ცალსახა უკანონო გადაწყვეტილებებისგან თავის დაცვას.
-
უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი):
მზია ამაღლობელის საქმეში არსებული უკანონობის მასშტაბები სცდება უბრალოდ მატერიალური კონვენციური მუხლების დარღვევას და მიუთითებს ისეთ განზრახვაზე, რომელიც აკრძალულია კონვენციის მე-18 მუხლით. მზია ამაღლობელის პატიმრობის მიზანს წარმოადგენს მისი სამაგალითო დასჯა და ანგარიშსწორება მისი ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის და არა სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნების მიღწევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ,,ქართული ოცნებისა” და მასთან დაკავშირებული პირების მიერ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რათა მზია ამაღლობელის მიმართ საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს უარყოფითი დამოკიდებულება. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ ისაუბრა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე, მოიხსენია იგი დამნაშავედ და მის წინააღმდეგ გაავრცელა პროპაგანდისტული გზავნილები.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევებისა, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ არის ჩადენილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებას წინ უსწრებდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რაც საპროტესტო სტიკერის გაკვრას მოჰყვა. უკანონოდ და თვითნებურად დაკავებული მზია ამაღლობელი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, იგი მალევე დააკავეს სისხლის სამართლის წესით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და სასჯელის სახედ ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დღეის მდგომარეობით, მზია ამაღლობელის საქმის არსებით განხილვას განაგრძობს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელსაც არ აქვს სისხლის სამართლის სპეციალიზაცია.
სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ, პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა გამოძიებას. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას. ამდენად, ეს ფაქტები ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა და ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს.
იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი აღნიშნულ დარღვევებს არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი.
SKNEWS.GE
მსგავსი სტატიები
- 76
გენერალურ პროკურატურასთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აღნიშნულზე ინფორმაცია ipn.ge ავრცელებს. აქციის მონაწილეებს ადგილზე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამოსახულებით პოსტერები და ბანერები - „თავისუფლება მზია ამაღლობელს" აქვთ მიტანილი. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ვინაიდან 16-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული საფრთხეები…
- 76
ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიამენეჯერები მზია ამაღლობელის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე განცხადებას ავრცელებენ,რომელსაც ხელს 311 პირი აწერს. „ონლაინ გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში. მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო…
- 75
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია…
- „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა...იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“– მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან74
გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს. მან პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ამბობს, რომ არ აპირებს დაემორჩილოს „რეჟიმის დღის წესრიგს“. ჟურნალისტის უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იცავს. ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად საკვებზე უარს ამბობს და მხოლოდ წყალს იღებს. წერილს…
- 74
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14 აპრილს 13:00 საათზე გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, სასამართლოს პროკურატურამ სამი მოწმე პოლიციელი და საქმის გამომძიებელი წარუდგინა, რომლებიც მზია ამაღლობელის დაკავების პერიოდში ადგილზე იმყოფებოდნენ. მოწმეებს შეკითხვებით მიმართეს, როგორც ადვოკატებმა ასევე, პროკურორებმა. საერთო ჯამში, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს…