დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ბრიუსელში 11 აპრილს „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ 21 მილიარდი ევროთი უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ.
11 აპრილს ბრიუსელში რამშტაინის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯონ ჰილმა თქვა, რომ მოკავშირეები უკრაინას 21 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ.
საუბრისას ჰილიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არის ის, ვინც ფეხს ითრევს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და აგრძელებს ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმებს.
ჰილიმ აღნიშნა, რომ კმაყოფილია საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შედეგებით.
მისივე განმატებით, ამ თანხაში შედის 4,5 მილიარდი ფუნტი, რომელსაც გაერთიანებული სამეფო უკრაინას მიმდინარე წელს გადასცემს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, მისი ქვეყენა 2029 წლამდე 11 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს უკრაინას, უკვე დაპირებული თანხის გარდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მოკავშირეებს მადლობა გადაუხადა აღნიშნული დახმარებისთვის.
„21 მილიარდი დოლარის დახმარება არის ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში და ჩვენ მადლიერები ვართ თითოეული ქვეყნის“, – განაცხადა უმეროვმა.
მსგავსი სტატიები
- 64
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ… - 62
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 61
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის… - 61
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 61აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…