რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების – რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბებას პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა.

მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე, 82 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

„მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით – რეგიონული განვითარების სამინისტროს, ხოლო ინფრასტრუქტურული მიმართულებები – ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტივებისა და ვალდებულებების მართვას, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც სამინისტროს საბალანსო მონაცემებს და სამსახურებრივ დოკუმენტაციას ორი სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად გაანაწილებს. ასევე სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით განისაზღვრება რომელ სამინისტროებში გააგრძელებენ მუშაობას დღეს მოქმედი სამინისტროს თანამშრომლები.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ პრინციპით, რომ საშტატო რიცხოვნობის ზრდა არ გამოიწვიოს. კანონით გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თემატურად მომუშავე თანამშრომლების გადანაწილება ორ ახალ სამინისტროში. რეგიონული განვითარების სამინისტროს ასევე დაემატება მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და მთის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს საშტატო რიცხოვნობა, რათა ახალშექმნილმა სამინისტრომ სრულყოფილად მოიცვას რეგიონული განვითარების თვალსაზრისით ყველა ის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია და მიმართულებები, რომელიც დღეს-დღეობით მთავრობის ადმინისტრაციასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის არის გადანაწილებული“, _განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა საკითხის განხილვის დროს.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 83
    ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას...ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული…
  • 81
    „მოვითხოვ ეროვნულ დიალოგს“გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე.  90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და  ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.  მან საქართველოში…
  • 80
    ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსსსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
  • 80
    „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაცია ცალსახად უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება იქნეს შეფასებული ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.“ირაკლი პაპავა: საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center წარმომადგენელი გურიის რეგიონში: „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შედეგად, 1 ივლისიდან ოფიციალურად უქმდება ამავე სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. აღნიშნული უწყება, 2005 წლიდან მოყოლებული, უკვე ოცი წელია არსებობს…
  • 80
    ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღოევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც…