სუმზე რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მსგავსი სტატიები