ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის დაწყება დააანონსეს.
„მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ვითარდება წლიდან წლამდე. თუ პირველ წელს ამოცანა იყო მშობლებთან კომუნიკაციის დამყარება და მათთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ხმამაღლა ისაუბრებდნენ გამოწვევებზე, მეორე წელს ჩვენ ვზრუნავდით და ვასწავლიდით ადამიანებს მოქმედებას, ასევე, ვცდილობდით გვეჩვენებინა განვითარების პერსპექტივები. მესამე წელს, პროექტის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ზრუნვას მშობლების გაძლიერებაზე, პროექტი და ჩვენი თითოეული აქტივობა კვლავ მიმართული იქნება შშმ ბავშვებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნაზე. დღეს გაცილებით წინ ვართ ვიდრე 2 წლის წინ ვიყავით და გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მხარდამჭერების თანადგომით ვაგრძელებთ ამ პროექტს კიდევ ერთი წლით“ – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქალებისთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მაკა შანიძე.
„ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტები გამოირჩევა იმით, რომ მდგრადია და მათი განვითარება თანმიმდევრულად ხდება. ვფიქრობთ, ამ ტიპის მიდგომა მსგავსი პროექტების განხორციელებისას იძლევა შედეგს და მოაქვს რეალური ცვლილება. დღეს უკვე, მაგალითებით შეგვიძია მოვყვეთ, თუ რა ხდებოდა პირველ წელს და სად ვართ დღეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორგანიზატორებმა და მშობლებმა ერთობლივი მუშაობით და თერაპიებით, შეძლეს და დაამსხვრიეს სტიგმა, შეცვალეს აღქმა და შეხედულება, გაცილებით ძლირები და ბედნიერები არიან დღეს, რადგან გაუჩნდათ მომავლის ხედვა. ასევე, მნიშვნელოვანია ის პარტნიორობა, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შედგა კერძო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. ჩვენ ერთობლივად ვზრუნავთ და ვგულშემატკივრობთ პროექტს და გვახარებს ის ფაქტი, რომ გვაქვს საშუალება კიდევ ერთი წლით გავაგრძელოთ ჩვენი მხადაჭერა“ _ განაცხადა ბახვი ჰესის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ნიცა ჩოლოყაშვილმა.
მშობელთა კლუბს 13 ახალი მშობელი შემოუერთდა. 2025 წლის პროგრამას 25 აქტიური ბენეფიციარი ეყოლება. 2025 წლის პირველი შეხვედრები კი მაისი თვეში გაიმართება.
საანგარიშო შეხვედრის დასასრულს გაიმართა საბავშვო სპექტაკლი, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა ერთად წარადგინეს. ღონისძიებას ბენეფიციარებთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომპანია ბახვი ჰესის წარმომადგენლები.
მსგავსი სტატიები
- 100
„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ. …
- 97
#ჩვენ ერთად ვაშენებთ 2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები - არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.…
- 97
ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
- 96
„ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზანი _ „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი…
- 96
ინტერვიუ -ბახვი ჰესის შრომისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელთან, მიხეილ ნატროშვილთან _ ბატონო მიხეილ, ზამთარი ახლოვდება და გაგვიზიარეთ, რა სამუშაოებს ატარებს კომპანიის შრომისა და უსაფრთხოების სამსახური ცივი თვეების დროს სამუშაოების სწორად და უსაფრთხოდ საწარმოებლად? _ დიდი მადლობა ინტერესისთვის, არის რიგი მოსამზადებელი სამუშაოებისა, რომელიც უნდა განახორციელოს კომპანიამ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად. პირველ რიგში…