გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“  ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი.
დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი).
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი.
1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“;
1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის  „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა);
1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“;
1967 _ 75 წლებში  იყო ოზურგეთის( მახარაძის) „მერცხალში“,
(საქართველოს ჩემპიონი 1967 წელი);
1958 _59 წლებში თამაშობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში
ღმერთმა აცხონოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ღირსეულ პიროვნებას.
ოზურგეთის „მერცხალში“ ჩემი მეგობრების ბადრი თალაკვაძის, იური ურუშაძის და მთ.მწვრთნელის მიშიკო გორდელაძის თხოვნით ჩამოვედი, იმ დრონდელ „მერცხალში» თამაშობდნენ ძლიერი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ: გალორდი ზურაბიშვილი, ნოდარ ჩხარტიშვილი,ენვერ დოლიძე, ზურა მარგველაშვილი, თამაზი სალუქვაძე, ანზორ ვახრამოვი,პაპუნა ნემსაძე,გია პაპიაშვილი,გულო ჩემინავა , ომარ გორგოშიძე,ავთანდილ ნინუა,იური ჩხაიძე ,ლერი თურმანიძე,ჯონი კაკალაძე, ვლადიმერ გოგოტიშვილი,ომარ ბახტაძე,ვლადიმერ პანოვი, თენგიზ მეტრეველი,მერაბ ჭელიძე,გელა როგავა , დავით არობელიძე, ანტონ დუმბაძე, და სხვები იხსენებს ბატონი როლანდი
პირველად თამაშზე რომ გამოვედი ამბობს ბატონი როლანდი დავინახე გადაჭედილი ტრიბუნები ხალხით სავსე, ჩემს თავს ვუთხარი თავს არ დავზოგავ და ვიბერძოლება რომ მათი გულები გავახარო და სიხარული მოვუტანო ჩემი თამაშით,როცა ახალგაზრდა ხარ და ძალა გერჩის სათამაშო სიტუაციაში ერკვევი, სათამაშო აზროვნება და ბურთის ფლობის ტექნიკა ბუნებამ არ დაიშურა და შეგიძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთში და შენს გვერდით მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ ყველაფერი გამოგდის ხშირად ვიგებდით და სიხარულს ვანიჭებდით ფეხბურთის გულშემატკივრებს!
ყველაზე მეტად გავიხარეთ 1967 წელს როცა საქართველოს ჩემპიონები გავხდით და გადავედით საკავშირო გათამაშების “B” კლასში, ამ გამარჯვებაში ყვლა ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანეს
განსაკუთრებით აღსანიშნავია მთ. მწვრთნელის მიშიკო გორდელაძის და მაშინდელი სტადიონის დირექტორის კოტე გოგატაძის ღვაწლი.
სტადინი ყველა თამაშზე სავსე იყო ფეხბურთის გულშემატკივრებით მათი მხარდაჭერას და დიდ სიყვარულს როგორც მინდორზე ასევე ცხოვრებაში ვგრძნობდით და ვაფასებდით,იმ დრონდელი „მერცხალი“ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო თავის ისტორიაში, გული მწყდება 1972 წლის გათამაშებაში მე-2 ადგილი დავიკავეთ ცოტა დაგვალკდა უფრო მაღალ ლიგაში გადასასვლელად!
დღეს ჩემში უამრავი ემოცია თავმოყრილი ამბობს ბატონი როლანდი „მერცხალი“ ჩემთვის იყო ყველაფერი,ჩემი ახალგაზრდობა,დაღვინება, კაცად ჩამოყალიბება, გამარჯვების სურვილი და ხალხის სიყვარული,მეგობრები რომლებიც მრავლად შევიძინე ოზურგეთში,ისე შემიყვარდა გურია და გურულები მეუღლე ოზურგეთში შევირთე ქალბატონი დალი ბოჭორიშვილი 1969 წელს.
ოჯახის, მეუღლის შვილების და შვილიშვილების,მეგობრების სიყვარუ₾ით მოვედი დღემდე, ორმაგად ბედნიერი ვიყავი როცა ჩემი შვილიშვილი ნიკა ისიანი ოზურგეთის“მერცხალში“ თამაშობდა 2011-2013 წლებში.
მოკითხვა ჩემს გურულებს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ,ღმერთმა მოიგონიოს ყველა ის გარდაცვლი ფეხბურთელები და მწვრთნელები რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ და დღეს არ არიან
ნათელი და სანთელი მათ ხსოვნას!“
(როლანდ ისიანის მოგონებები აღებულია ხარიტონ ჩხატარაშვილის გვერდიდან).
როლანდ ისიანს და მის თანაგუნდელებს „მერცხალის“ საკავშირო პირველობის „ბ“ კლასში გადასვლის 40 წლისთავზე, 2007 წელს შეხვედრა მოუწყვეს ქ. ოზურგეთში.
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის ხსოვნას.
სურათზე: მახარაძის „მერცხალი“ გუნდის შემადგენლობა:მარჯვნიდან- მარცხნივ შ.ჩინოიანი (ადმინისტრატორი) ა.ვახრამოვი (მწვრთნელი) ,მ.სარიშვილი, თ.მეტრეველი, გ.ყარყარაშვილი, გ.ჩემინავა, რ.ისიანი, მ.მირიანაშვილი, რ.გაგუა, გ.როგავა, მ,გორდელაძე(მთ. მწვრთნელი);
დაბლა რიგი მარცხნიდან დ.ჭანტურია, ჯ.კაკალაძე, ი.ჩხაიძე, ნ.ჩხარტიშვილი, პ.ნემსაძე, კ.რამიშვილი, ვ. გოგოტიშვილი. (1973 წ.)

მსგავსი სტატიები

  • 93
    ოზურგეთს კარგი კაცი დააკლდაახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
  • 92
    სოსო გაგუას 75 წელი შეუსრულდებოდაოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…
  • 90
    უნიკალური ფოტოავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
  • 88
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 88
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…