ებრაული სახელი „ლაზარე“ ქართულად „ღვთის წყალობას“ ნიშნავს.
მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანს, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა. წმინდა მამათა განმარტებით, პირველი წყალობა უფლისაგან ღირსი ლაზარეს მიმართ ის გახლდათ, რომ მას იესო ქრისტე თავის მეგობრად მიიჩნევდა. მაშინ კი, როდესაც უფალმა იხილა ლაზარეს გარდაცვალების გამო გულშეძრული მისი დის მარიამის ცრემლები, თავადაც ატირდა. „იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა: სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე. მაშინ აცრემლდა იესო“ . (იოანე, 11.3.11)
მაცხოვარი მივიდა ოთხი დღის წინ დაფლული ლაზარეს საფლავთან და მიმართა მას: ლაზარე, გამოდი გარეთ! და მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარით შემოსილი. ოთხი დღის წინ დაკრძალული მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. იუდეველმა მღვდელმთავრებმა, კაიაფას მეთაურობით, სწორედ ამ სასწაულის ხილვის შემდეგ გადაწყვიტეს იესო ქრისტეს შეპყრობა და მოკვდინება, ვინაიდან მათში აღიძრა შური და ბოროტება განკაცებული უფლის მიმართ, რომელიც მათთვის დაუჯერებელ სასწაულებს ახდენდა. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინახეთაგანი მის თანა“ (ინ. 12; 1-2, 9-11).
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით. ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა დასვენებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ლაზარეს შაბათს საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესია განსაკუთრებულად ზეიმობს. 1985 წლიდან ამავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაის” იხსენებს, რომელშიც მითითებულია, რომ სახარებაში ქართველ ერს ლაზარე ჰქვია.
შეიძლება იყოს 2 people გამოსახულება

მსგავსი სტატიები

  • 91
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 90
    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
  • 90
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა…
  • 84
    ოჯახური ისტორიის გადასახედით, ფურცლებზე დატანილ სიტყვათა კინძულში, კადრები დანისლული მოგონებებიდანგადასახლება _ რამდენ ტკივი-ლიან ფურცლად შემორჩენია თავად ეს სიტყვა გასულ საუკუნეს, რამდენი უკანასკნელი ამოსუნთქვა ჩაბრუნებია გულს სამშობლოსგან მოშორებით და სამშობლოს მონატრებით. ერთ-ერთი საუბრის დროს, რამდენიმე ფაქტის გახსენებას მოჰყვა ამ წერილის მომზადების იდეა. ვთხოვე ხათუნა გორგოშიძე - სურგულაძეს, მასალები მოეწოდებინა. თვალწინ მიდევს დრო-ჟამისგან შეყვითლებული ეს ფურცლები, ბევრი ჩასწორებით, ბევრი გადახაზვით. და…
  • 79
    გურიაში ახალი საშენებლო კომპანია ფონი ქონსთრაქშენი გაიხსნა!  გურიაში აქამდე არ არსებობდა კომპანია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდა მშენებლებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს. დღეს კი ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. 6ა-ში! ვისთვის არის Foni Construction / ფონი ქონსთრაშენი ? თუ დრო არ გაქვს ხელოსნების მოძიებისთვის და მშენებლობის კონტროლისთვის, ან გურიაში არ იმყოფები, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ სრულ პროცესს –…